საქართველო ღვინის პოპულარიზაციაზე 2023 წელს მილიონობით ლარს დახარჯავს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან 91,4 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარს გამოყოფს, განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართული ღვინო სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში გააქვს. ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს მიაღწია.

„მომავალ წელს მხოლოდ ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ უწყება აქტიურად მუშაობს პრიორიტეტულ ბაზრებზე მაქსიმალური რაოდენობის ღონისძიებების დაგეგმვაზე, რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
„აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე ექსპორტის დაახლოებით 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება, რათა ქართული ღვინო მეტად პოპულარული გახდეს. მეწარმეებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, რათა შეძლონ ქვეყნიდან ექსპორტზე მეტი პროდუქციის გატანა“, – განაცხადა შამუგიამ.
საქართველოში ყველა ღვინის სასმელი, ღვინისა და ჭაჭის მსგავსად, ხარისხზე შემოწმდება >>
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან 91,4 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. ეს მოცულობა უკვე აღემატება 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (80,5 მლნ ლ).
2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 16%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს. ეს მაჩვენებლები ქვეყნისთვის რეკორდულია.
რუსეთი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის. რუსეთში ექსპორტირებულია 62 მილიონი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.
ყველა ახალი ამბავი
0