https://sputnik-georgia.com/20221228/saqartvelosi-yvela-rvinis-sasmeli-rvinisa-da-wawis-msgavsad-xarisxze-semowmdeba-273506202.html
საქართველოში ყველა ღვინის სასმელი, ღვინისა და ჭაჭის მსგავსად, ხარისხზე შემოწმდება
საქართველოში ყველა ღვინის სასმელი, ღვინისა და ჭაჭის მსგავსად, ხარისხზე შემოწმდება
Sputnik საქართველო
სასმელები ბაზარზე შესვლამდე ან ექსპორტამდე ლაბორატორიაში სავალდებულო შემოწმებას გაივლის. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T21:28+0400
2022-12-28T21:28+0400
2022-12-28T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/56/241225617_0:71:1365:839_1920x0_80_0_0_7a69a7feb252f13afd1022b9eb08bfb0.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წარმოებული და შემოტანილი ყველა ღვინის სასმელი ხარისხის სავალდებულო კონტროლს დაექვემდებარება – სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში.ახალი წესების მიხედვით, ღვინის სასმელები, რომლებიც განკუთვნილია როგორც საქართველოში გასაყიდად, ისე სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტისთვის, ბაზარზე მოხვედრამდე ან გადაზიდვამდე სავალდებულო ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის.ღვინოსთან ერთად, ღვინის სასმელები შემოწმდება შაქრის, ეთილის სპირტის, მჟავისა და გოგირდის დიოქსიდის შემცველობაზე.ამასთან, კომპანიაზე, რომელიც აწარმოებს ღვინის სასმელებს, ან რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მათ რეალიზაციასთან, ამიერიდან ღვინის კომპანიებისთვის მოქმედი წესები გავრცელდება.ამავე დროს კომპანიებს აღარ დასჭირდებათ პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა, საკმარისი იქნება ლაბორატორიული კვლევა.ღვინის სასმელი არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს საბაზისო ხარისხის ღვინოს, წყალს, სპირტს, საღებავებს, შაქარს და სხვა დანამატებს. ამ ტიპის ალკოჰოლს ღვინოზე დაბალი სიმკვრივე და გაჯერება აქვს და არ გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული არომატული ბუკეტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/56/241225617_0:51:1365:1075_1920x0_80_0_0_eb3a4def5e26809ea1e209f83c75b7f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ყველა ღვინის სასმელი, ღვინისა და ჭაჭის მსგავსად, ხარისხზე შემოწმდება
21:28 28.12.2022 (განახლებულია: 22:36 28.12.2022) სასმელები ბაზარზე შესვლამდე ან ექსპორტამდე ლაბორატორიაში სავალდებულო შემოწმებას გაივლის.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წარმოებული და შემოტანილი ყველა ღვინის სასმელი ხარისხის სავალდებულო კონტროლს დაექვემდებარება – სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში.
ახალი წესების მიხედვით, ღვინის სასმელები, რომლებიც განკუთვნილია როგორც საქართველოში გასაყიდად, ისე სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტისთვის, ბაზარზე მოხვედრამდე ან გადაზიდვამდე სავალდებულო ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის.
ღვინოსთან ერთად, ღვინის სასმელები შემოწმდება შაქრის, ეთილის სპირტის, მჟავისა და გოგირდის დიოქსიდის შემცველობაზე.
ამასთან, კომპანიაზე, რომელიც აწარმოებს ღვინის სასმელებს, ან რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მათ რეალიზაციასთან, ამიერიდან ღვინის კომპანიებისთვის მოქმედი წესები გავრცელდება.
ამავე დროს კომპანიებს აღარ დასჭირდებათ პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა, საკმარისი იქნება ლაბორატორიული კვლევა.
ღვინის სასმელი არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს საბაზისო ხარისხის ღვინოს, წყალს, სპირტს, საღებავებს, შაქარს და სხვა დანამატებს. ამ ტიპის ალკოჰოლს ღვინოზე დაბალი სიმკვრივე და გაჯერება აქვს და არ გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული არომატული ბუკეტით.