https://sputnik-georgia.com/20221230/ra-xdeba-susis-gadamusavebis-qartul-bazarze-kvlevis-sedegebi-273551778.html
რა ხდება შუშის გადამუშავების ქართულ ბაზარზე - კვლევის შედეგები
რა ხდება შუშის გადამუშავების ქართულ ბაზარზე - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა, ნათქვამია სააგენტოს კვლევაში. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T10:05+0400
2022-12-30T10:05+0400
2022-12-30T15:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273544762_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_447deb2f2c554bf64667a90be72ec67e.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები არ გამოვლენილა.სააგენტოს მონაცემებით, ბაზარზე ოპერირებს შუშის ნარჩენების შეგროვების ორი კომპანია: შპს „სიმართლე“ და შპს „კერე“. ამასთან შპს „კერეს“ მიერ შეგროვებული შუშის ნარჩენების ძირითადი მყიდველია სს „მინა“, ხოლო „სიმართლე“, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, ნარჩენების გადამუშავებას თავად ახდენს.მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა არც ისე დიდია და არ აღემატება 2 მილიონ ლარს.შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება >>ბაზარზე კომპანია „სიმართლის“ შესვლის შემდეგ გაიზარდა შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც შუშის ნარჩენების შეგროვება ხორციელდება.„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა“, – აღნიშნულია განცხადებაში.ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, 2030 წლისთვის უნდა მოხდეს გენერირებული შუშის ნარჩენების 80%-ის რეციკლირება.სააგენტოს აზრით, აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი ამ ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს, რისი მიღწევის პირობებშიც მოსალოდნელია ბაზრის მოცულობის ზრდა.წყარო - კონკურენციის სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273544762_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7a811b26bea6894485deb150cc16e312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო
რა ხდება შუშის გადამუშავების ქართულ ბაზარზე - კვლევის შედეგები
10:05 30.12.2022 (განახლებულია: 15:10 30.12.2022) შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა, ნათქვამია სააგენტოს კვლევაში.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები არ გამოვლენილა.
სააგენტოს მონაცემებით, ბაზარზე ოპერირებს შუშის ნარჩენების შეგროვების ორი კომპანია: შპს „სიმართლე“ და შპს „კერე“. ამასთან შპს „კერეს“ მიერ შეგროვებული შუშის ნარჩენების ძირითადი მყიდველია სს „მინა“, ხოლო „სიმართლე“, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, ნარჩენების გადამუშავებას თავად ახდენს.
მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა არც ისე დიდია და არ აღემატება 2 მილიონ ლარს.
ბაზარზე კომპანია „სიმართლის“ შესვლის შემდეგ გაიზარდა შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც შუშის ნარჩენების შეგროვება ხორციელდება.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, 2030 წლისთვის უნდა მოხდეს გენერირებული შუშის ნარჩენების 80%-ის რეციკლირება.
სააგენტოს აზრით, აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი ამ ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს, რისი მიღწევის პირობებშიც მოსალოდნელია ბაზრის მოცულობის ზრდა.