https://sputnik-georgia.com/20220714/shveicaria-saqartvelos-narchenebis-martvashi-daexmareba-268498432.html
შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება
შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
საქართველოში ნარჩენების უტილიზაციის თანამედროვე ქარხნის აშენება იგეგმება. 14.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-14T09:50+0400
2022-07-14T09:50+0400
2022-07-14T16:07+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/46/246844607_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_776cee3c9856485443662941d03829cb.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნარჩენების მართვისა და უტილიზაციის საკითხის გადაჭრაში დახმარების მიზნით შვეიცარია საქართველოში ექსპერტებს გამოგზავნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერნში მისი ვიზიტის შეჯამებისას.„სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება და საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში თანამედროვე ქარხანა აშენდება.გარდა ამისა, კალაძის თქმით, თბილისისთვის საინტერესოა ბერნის ხელისუფლების გამოცდილება მიწისქვეშა სადგურებისა და ძველ თბილისში გზების, ასევე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს მდინარეებში ჩამდინარე სამრეწველო ნარჩენი წყლების მიღებასა და გაწმენდას.„ყველა თანამედროვე ქალაქის შეფასების კრიტერიუმია – როგორ ამუშავებენ ისინი ნარჩენებს და შემდეგ როგორ იყენებენ მათ“, – განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.კალაძე ბერნში ორდღიანი ვიზიტით 11 ივლისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ურბანული განვითარების, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/46/246844607_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_9c59b7a7968aaab15b5e5fe94ad65c8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
შვეიცარია საქართველოს ნარჩენების მართვაში დაეხმარება
09:50 14.07.2022 (განახლებულია: 16:07 14.07.2022) საქართველოში ნარჩენების უტილიზაციის თანამედროვე ქარხნის აშენება იგეგმება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნარჩენების მართვისა და უტილიზაციის საკითხის გადაჭრაში დახმარების მიზნით შვეიცარია საქართველოში ექსპერტებს გამოგზავნის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერნში მისი ვიზიტის შეჯამებისას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება და საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში თანამედროვე ქარხანა აშენდება.
„ეს არ არის იაფი პროექტი, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებელია, რადგანაც ჩვენთან ამ დრომდე ხდება ნარჩენების მიწაში ჩამარხვა – ეს წარსულია. ეს ყველასთვის პრობლემაა – სუნი, დეზინფექცია. ეს არის პრობლემა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, თბილისისთვის საინტერესოა ბერნის ხელისუფლების გამოცდილება მიწისქვეშა სადგურებისა და ძველ თბილისში გზების, ასევე გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს მდინარეებში ჩამდინარე სამრეწველო ნარჩენი წყლების მიღებასა და გაწმენდას.
„ყველა თანამედროვე ქალაქის შეფასების კრიტერიუმია – როგორ ამუშავებენ ისინი ნარჩენებს და შემდეგ როგორ იყენებენ მათ“, – განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.
კალაძე ბერნში ორდღიანი ვიზიტით 11 ივლისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ურბანული განვითარების, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.