ეროვნული პარკების ფართობი 2022 წელს 120 ათასი ჰექტარით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerდაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
საქართველოში 2021 წელს 800 ათას ჰექტარზე განთავსებული 87 დაცული ტერიტორია იყო, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წელს რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომელთა საერთო ფართობი 120 ათასი ჰექტარია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, ამჟამად დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 13% უკავია და ხელისუფლება ამ ტერიტორიების კიდევ გაფართოებაზე მუშაობს.

„ვმუშაობთ გურიისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა“, – განაცხადა შამუგიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ დაცულ ტერიტორიებს რაც შეიძლება მეტი სტუმარი ეწვიოს.
„აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს. წელს უკვე გვყავდა 880.000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც გაცილებით მეტია წინა წელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ 2023 წელი ამ კუთხით კიდევ უფრო აქტიური გვექნება“, – განაცხადა შამუგიამ.
საქართველოში 2021 წელს 800 ათას ჰექტარზე განთავსებული 87 დაცული ტერიტორია იყო, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე.
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა>>
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრებით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0