https://sputnik-georgia.com/20221224/saqartvelosi-kidev-erti-daculi-teritoria-seiqmna-273375425.html
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა
Sputnik საქართველო
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 4294 ჰექტარია 24.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-24T19:10+0400
2022-12-24T19:10+0400
2022-12-24T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/16/233941679_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_b377d455c4e6eea896ea817eea589618.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 4294 ჰექტარია. დაცული ლანდშაფტი ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2022 წლის 11 თვეში 882.352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია.საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/16/233941679_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_b9a409893b8f079c93598733aca2852d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 4294 ჰექტარია
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 4294 ჰექტარია. დაცული ლანდშაფტი ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2022 წლის 11 თვეში 882.352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.