საქართველოში დაარსდა სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი „ფასკუნჯი“

© photo: Sputnik / Stringerთბილისის წიგნის დღეები. საბავშვო ლიტერატურა
თბილისის წიგნის დღეები. საბავშვო ლიტერატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურაში არსებული სამეცნიერო ზღაპრის დეფიციტის შევსება.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლმა გამოაცხადა სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი „ფასკუნჯი“, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურაში არსებული სამეცნიერო ზღაპრის დეფიციტის შევსება, ასევე უმცროსი თაობის ინტერესის გაღვიძება მეცნიერებისადმი.

„სამეცნიერო ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ბავშვებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის აღსაძვრელად. კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები ერთიან კრებულად ან წიგნების სერიად 2023 წელს გამოიცემა და ის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს საჩუქრად გადაეცემათ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე მწერლებს. კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვ.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოები.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0