ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა იზრდება

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
საქართველოს ბიზნეს-სექტორში საშუალო ხელფასმა მესამე კვარტალში 1.714,2 ლარი შეადგინა.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულების რაოდენობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 723,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის ივლისი–სექტემბრის მონაცემზე 6,7%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 57,5% მამაკაცია, ხოლო 42,5% – ქალი.
ბიზნეს-სექტორში დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა ერთ წელიწადში 5,5%-ით გაიზარდა და 683,1 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მესამე კვარტალში 3,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23,7%-ით მეტია, ნათქვამია განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი თვეში შეადგენს 1.714,2 ლარს, რაც 258,7 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასი შეადგენს 1.317,7 ლარს, რაც 174,2 ლარით მეტია 2021 წლის ივლისი–სექტემბრის მაჩვენებელზე.
საქართველოში უმუშევრობა მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
საქართველოში 2022 წლის მესამე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 47,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 17,4%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ივლისი–სექტემბრის მაჩვენებელი.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოხატულებით საანგარიშო პერიოდში 18,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 25,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2022 წლის მესამე კვარტალში 9,7% შეადგინა 2021 წლის ივლისი–სექტემბერთან შედარებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0