„საქართველოში საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლეს“ - ექსპერტებმა წლის შედეგები შეაჯამეს

© AP Photo / Shakh Aivazovოპოზიციის საპროტესტო აქცია
ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და არ ცდილობს პოლიტიკის წარმართვას გარედან კარნახით – ეს არის 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომლის გაკეთებაც რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში მოუხდათ.
ამის შესახებ ექსპერტებმა ისაუბრეს მრგვალი მაგიდის მსვლელობისას „2022 წლის შედეგები საქართველოში“. ღონისძიებაში, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა მიღეს პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა და პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ.

საქართველოს ინტერესები

„ამჟამად მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს ძალიან მოზომილად იქცევა და, ბუნებრივია, მათი მოქმედებები ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, – ფიქრობს თამარ კიკნაძე.
ამ სიტყვებით შეაფასა პოლიტოლოგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი განცხადება იმაზე, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, მაგრამ პირველ რიგში ზრუნავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.
© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841თამარ კიკნაძე „Sputnik-საქართველოს“ პრეს-ცენტრში
Васо Капанадзе и Тамар Кикнадзе на пресс-конференции в пресс-центре Sputnik - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
თამარ კიკნაძე „Sputnik-საქართველოს“ პრეს-ცენტრში
„ჩვენ ვხედავთ, რომ სუპერსახელმწიფოები, როგორებიც არიან რუსეთი და აშშ, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ჩვენი მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ გვაშორებს იმ უბედურებისგან, რომელშიც შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით. აქედან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ძვრები იმისკენ, რომ პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ“, – დაეთანხმა კოლეგას ბაია ამაშუკელი.
პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოქმედება უკვე საგრძნობლად აისახა მათ რეიტინგზე – ის მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა იმისა, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ძალების მანიპულაციის საგანი, ფიქრობს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

„ჩვენი კულტურა, ისტორია, ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთშია გადახლართული. ამ თვალსაზრისით ურთიერთობები უნდა მოგვარდეს. ჩვენ უკვე ვაცნობიერებთ, რომ არ უნდა ვიყოთ გარკვეული ძალების მანიპულაციის საგანი და არ უნდა შევასრულოთ ნეგატიური როლი რუსეთთან დაკავშირებით“, – განაცხადა კიკნაძემ.

საუბარია ე.წ. „მეორე ფრონტზე“, რომლის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ასეთ მოწოდებებზე არაერთხელ გაუცია მკაცრი პასუხი – საქართველო არ იქნება ჩათრეული საომარ მოქმედებებში არცერთი საბაბით.
ბაია ამაშუკელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ ყველა პრობლემა, დაგროვილი ამდენი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის, უნდა გადაიჭრას მხოლოდ დემოკრატიის, მოლაპარაკებების ინსტრუმენტების დახმარებით და არა წყენისა და გაჭიანურებული დუმილის მეშვეობით.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი
Байя Амашукели - - публицист, автор работ на тему информационной политики - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი
„ადამიანები დაიღალნენ დასავლეთის კარნახით ცხოვრებით, ეს თანდათანობით პროტესტს ბადებს ქართველებში. ისეთი განცდაა, რომ თავისი ქცევით დასავლეთი პირიქით უბიძგებს საქართველოს რუსეთისკენ. არ შეიძლება საუბარი გაუთავებელი მითითებებით და მუქარით იმასთან, ვისაც პარტნიორს უწოდებ“, – ხაზი გაუსვა პუბლიცისტმა.

სააკაშვილის ფაქტორი

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას ექსპერტებმა გვერდი არ აუარეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის თემას. ამაშუკელმა განაცხადა, რომ სააკაშვილი არასდროს გამოირჩეოდა ფსიქიკური ჯანმრთელობით, სინამდვილეში მას ახალი არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ შექმნა „წამებულის სახე“.

„განსაკუთრებული არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ წამებულის სახე შექმნა... იგი არასდროს გამოირჩეოდა ფსიქიკური ჯანმრთელობით – არც მაშინ, როცა გააპრეზიდენტეს, არც ახლა“, – აღნიშნა პუბლიცისტმა.

საექსპერტო ჯგუფების ექიმები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტის ახლანდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი ითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს.
კიკნაძის აზრით, ქართული საზოგადოება დაიღალა სააკაშვილისგან. ის ადამიანებიც, რომლებიც ადრე მას მხარს უჭერდნენ, ახლა ხედავენ, რამდენად „არაადეკვატურად“ იქცევა ყოფილი პრეზიდენტი, ფიქრობს პოლიტოლოგი. შესაბამისად, მისი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე მინიმუმამდეა დაყვანილი.
„მას და მის მხარდამჭერებს სექტას ვუწოდებდი. მისი მხარდამჭერები თანდათანობით შორდებიან მას. რადგან ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ყველა ეს სპექტაკლი და საჩვენებელი გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ამას ხედავენ და ესმით“, – აღნიშნა კიკნაძემ.

პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას

პრობლემებზე საუბრისას, რომლებიც საქართველომ 2023 წელს უნდა გადაჭრას, კიკნაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, ქმედითი და ობიექტური ოპოზიცია.
„აუცილებელია ეკონომიკური განვითარებაც, ამისათვის ყველა პირობაა, ჩვენთან ხომ ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება და განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
კიკნაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ საქართველოში აუცილებელია მომავალი თაობების ძლიერი განათლება, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ ძლიერი და წარმატებული ქვეყნის შენება.
სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები >>
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილზე საუბრისას ბაია ამაშუკელმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ეს სწრაფვა შეიძლება დღის წესრიგიდან მოიხსნას.
„საქმე ისაა, რომ თავად ევროკავშირი თანდათანობით იშლება. თავის დროზე ის შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის ალტერნატივა“, – განმარტა მან.
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამაშუკელმა აღნიშნა, რომ ალიანსში არ იღებენ ქვეყნებს, რომლებსაც სადავო ტერიტორიები აქვთ, საქართველოს შემთხვევაში ესენია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ასე რომ, ძალიან გულუბრყვილო იქნება ამაზე ფიქრი, ამბობს ამაშუკელი.
დასასრულს პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ დამნაშავეებმა და კანონის დამრღვევებმა სასჯელი უნდა მოიხადონ, განურჩევლად მატერიალური თუ თანამდებობრივი სტატუსისა.
ყველა ახალი ამბავი
0