https://sputnik-georgia.com/20221229/prezidentma-vakis-parksidarupuli-marita-mefarisvili-medlit-daajildova-273551424.html
პრეზიდენტმა ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილი მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილი მედლით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
მარიტა დაჯილდოვდა თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის... 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T22:50+0400
2022-12-29T22:50+0400
2022-12-30T00:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/74/240407461_0:336:3648:2388_1920x0_80_0_0_ddc746474d87db37999361e7dccbc398.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე. მათ დენმა დაარტყა და ისინი წყალში ჩავარდნენ. მარიტა მეფარიშვილი მათ გადასარჩენად შადრევანში ჩავიდა, მაგრამ დენის დარტყმის შედეგად გონება დაკარგა.ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მარიტა მეფარიშვილი ელექტრო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.ასევე მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდა „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ბიჭები გადაარჩინა და შადრევნიდან ამოიყვანა.მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა >>ტრაგედიის მიზეზი შადრევანში ცხაურების შეცვლის არასწორად შესრულებული სამუშაოები გახდა. ცხაურის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა 380 ვოლტიანი სადენის იზოლაცია.საქმეზე გადის ცხრა ბრალდებული პირი, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/74/240407461_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_680e194bcc3261edd819b69f7a533d10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისი დღეს
პრეზიდენტმა ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილი მედლით დააჯილდოვა
22:50 29.12.2022 (განახლებულია: 00:13 30.12.2022) მარიტა დაჯილდოვდა თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე. მათ დენმა დაარტყა და ისინი წყალში ჩავარდნენ. მარიტა მეფარიშვილი მათ გადასარჩენად შადრევანში ჩავიდა, მაგრამ დენის დარტყმის შედეგად გონება დაკარგა.
ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მარიტა მეფარიშვილი ელექტრო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.
„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდა „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ბიჭები გადაარჩინა და შადრევნიდან ამოიყვანა.
ტრაგედიის მიზეზი შადრევანში ცხაურების შეცვლის არასწორად შესრულებული სამუშაოები გახდა. ცხაურის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა 380 ვოლტიანი სადენის იზოლაცია.
საქმეზე გადის ცხრა ბრალდებული პირი, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.