https://sputnik-georgia.com/20221031/kalazem-bina-acuqa-mebares-romelmac-bavsvebi-gadaarcina-271804748.html
მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა
მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა
Sputnik საქართველო
როგორც მეზურნიშვილი აღნიშნავს, მას კალაძემ სთხოვა, არ გაეხმაურებინა ეს ამბავი. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T20:23+0400
2022-10-31T20:23+0400
2022-10-31T22:25+0400
საქართველო
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249041364_149:421:3039:2047_1920x0_80_0_0_bc060a414c1f20ec3c7ae4e89e0f4fcb.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ „ეკოსერვისის“ თანამშრომელს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, მშენებარე ბინა გადასცა. ამის შესახებ თავად დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება“, – დაწერა მეზურნიშვილმა სოციალურ ქსელში.როგორც „ეკოსერვისის“ თანამშრომელი აღნიშნავს, ის წლებია თავის მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს.ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა. სწორედ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა ისინი შადრევნიდან.თვითმხილველების განცხადებით, რომელებიც უშუალოდ შეესწრნენ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ მეზურნიშვილსაც არტყამდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249041364_526:456:2647:2047_1920x0_80_0_0_be78b9053e9d9fd2c3d5e222ff7fc4ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა
20:23 31.10.2022 (განახლებულია: 22:25 31.10.2022) როგორც მეზურნიშვილი აღნიშნავს, მას კალაძემ სთხოვა, არ გაეხმაურებინა ეს ამბავი.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ „ეკოსერვისის“ თანამშრომელს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, მშენებარე ბინა გადასცა. ამის შესახებ თავად დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება“, – დაწერა მეზურნიშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც „ეკოსერვისის“ თანამშრომელი აღნიშნავს, ის წლებია თავის მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს.
„მართალი გითხრათ, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა, არ გამეხმაურებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც“, – წერს მეზურნიშვილი.
ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა. სწორედ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა ისინი შადრევნიდან.
თვითმხილველების განცხადებით, რომელებიც უშუალოდ შეესწრნენ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ მეზურნიშვილსაც არტყამდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.