დანის ტარებისთვის ჯარიმა 1 იანვრიდან იზრდება

© Depositphotos.com / Konstantin1985მამაკაცი მაჩეტეთი ხელში
მამაკაცი მაჩეტეთი ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
ცივი იარაღის ტარებაზე ახალი წესები ახალი წლის პირველი დღიდან ამოქმედდება.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე გამკაცრებული წესები ამოქმედდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, ხოლო სამოქალაქო მიმოქცევაში აკრძალული იარაღის ტარებაზე ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.
საუბარია ცივი იარაღის ტარებაზე სხეულზე ან ხელში. ჯარიმა მოქმედებს ასევე დანის ტარებისთვის, რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების, ნადირობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ან როგორც ეროვნული კოსტიუმის ნაწილი, თუ ეს არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დარღვევის საფრთხეს ქმნის.
ცივი იარაღის გაყიდვისთვის საჭირო იქნება ლიცენზია. ლიცენზიის წესის დარღვევით იარაღის გაყიდვა გამოიწვევს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 4 ათასი ლარით.
ასევე კანონმდებლობაში შევიდა ტერმინი „ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ეს დარღვევა დაისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ფიზიკური პირებისთვის და 3000 ლარით – იურიდიული პირებისთვის.
ცივი იარაღის ტარება აკრძალულია: რამდენი ადამიანი დაისაჯა წლის დასაწყისიდან>>
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ასევე ცივი იარაღის გადაცემისთვის ადრე ნასამართლევი ან არასრულწლოვანი პირისთვის. პირველ შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში – 1000-დან 1500-მდე ლარს.
ასევე 1000-დან 3000-მდე ლარით დაჯარიმება წესდება ცივი იარაღის უკანონო იპორტისთვის.
ცივი იარაღის ყიდვას შეძლებს სრულწლოვანი პირი, რომელიც ყიდვის დროს წარადგენს პასპორტს და ცნობას, რომ არ არის ნასამართლევი. იარაღის ყიდვის შემდეგ ადამიანი ავტომატურად ხვდება საქართველოს შსს-ს ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელი იქნება იმ ცივი იარაღის ყიდვა, რომელიც ქართული კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0