https://sputnik-georgia.com/20221228/zurab-datunashvili-wlis-sauketeso-sportsmenad-dasaxelda-273474545.html
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
Sputnik საქართველო
ქართველი სპორტსმენი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T12:50+0400
2022-12-28T12:50+0400
2022-12-28T16:41+0400
საქართველო
სპორტი
სერბეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/21/235892106_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_f61b73d46481a66b126e2437effebbb7.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ამ ქვეყანაში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში დათუნაშვილმა უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი.ქართველი სპორტსმენი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს. მან სერბეთის მოქალაქეობა 2020 წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. იგი ზედიზედ ორჯერ (2021 და 2022 წლებში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა, დათუნაშვილი არის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა>>>ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი.დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. ამ უკანასკნელმა მას თავში რკინის საგანი ჩაარტყა.ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას ფედერაციის პრეზიდენტობიდან, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოშიც უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/21/235892106_29:0:917:666_1920x0_80_0_0_d47b3e54814165b9be48a58cb120fd76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, სერბეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, სერბეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
12:50 28.12.2022 (განახლებულია: 16:41 28.12.2022) ქართველი სპორტსმენი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ამ ქვეყანაში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
„ეს ჩემთვის დიდი დღეა, საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის... მე მიყვარს სერბეთი, მიყვარს ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში დათუნაშვილმა უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ქართველი სპორტსმენი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს. მან სერბეთის მოქალაქეობა 2020 წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. იგი ზედიზედ ორჯერ (2021 და 2022 წლებში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა, დათუნაშვილი არის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.
ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი.
დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. ამ უკანასკნელმა მას თავში რკინის საგანი ჩაარტყა.
ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას ფედერაციის პრეზიდენტობიდან, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოშიც უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.