https://sputnik-georgia.com/20220912/datunasvili-msoflio0-cempioni-gaxda-270345428.html
დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა
დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Sputnik საქართველო
ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T14:39+0400
2022-09-12T14:39+0400
2022-09-12T19:40+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
სერბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/21/235892106_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_f61b73d46481a66b126e2437effebbb7.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.ფინალში დათუნაშვილმა, რომელიც 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, დანიის სახელით მოასპარეზე ეთნიკურად ჩეჩენი ტურპან ალი ბისულთანოვი დაამარცხა.დათუნაშვილი სერბეთის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა 2020 წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. მან სერბეთისთვის ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონობა და ბრინჯაოს მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე.საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ დათუნაშვილმა 2019 წელს განაცხადა – საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი. დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. ამ უკანასკნელმა მას თავში რკინის საგანი ჩაარტყა.დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23589/21/235892106_29:0:917:666_1920x0_80_0_0_d47b3e54814165b9be48a58cb120fd76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, სერბეთი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, სერბეთი
დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა
14:39 12.09.2022 (განახლებულია: 19:40 12.09.2022) ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში დათუნაშვილმა, რომელიც 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, დანიის სახელით მოასპარეზე ეთნიკურად ჩეჩენი ტურპან ალი ბისულთანოვი დაამარცხა.
დათუნაშვილი სერბეთის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა 2020 წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. მან სერბეთისთვის ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონობა და ბრინჯაოს მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე.
საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ დათუნაშვილმა 2019 წელს განაცხადა – საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი.
დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. ამ უკანასკნელმა მას თავში რკინის საგანი ჩაარტყა.
დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.