https://sputnik-georgia.com/20221228/tbilisis-meri-mzad-aris-mousminos-opozicias-satransporto-politikis-temaze-273507149.html
თბილისის მერი მზად არის მოუსმინოს ოპოზიციას სატრანსპორტო პოლიტიკის თემაზე
თბილისის მერი მზად არის მოუსმინოს ოპოზიციას სატრანსპორტო პოლიტიკის თემაზე
Sputnik საქართველო
მერიის მთავარი ამოცანაა – გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული და კომფორტული, განაცხადა კალაძემ. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T22:06+0400
2022-12-28T22:06+0400
2022-12-28T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
თბილისის საკრებულო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_63f1ce56cb55c363db09925ae9d9f8aa.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააჩნიათ განსხვავებული ხედვა თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტს და ეს ხედვა გააცნონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას დრო სჭირდება.მან აღნიშნა, რომ მერიის მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა. ამისთვის ე.წ. ყვითელი ავტობუსის პარკი მთლიანად შეიცვალა. მაშინ, მერის თქმით, დედაქალაქს 600-მდე ავტობუსი ჰყავდა: მათგან 400 ხაზზე მუშაობდა, დანარჩენი სათადარიგო იყო.დღეს დედაქალაქში 800 ერთეული ახალი ევროპული ტიპის ავტობუსია.„ასევე განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია, გეტყვით, რომ არა, არ ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და ამჟამად ყველა თვალსაზრისით ურთულესი ეტაპი მიმდინარეობს. იმავდროულად მერმა ქალაქელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის ნება და უფლებაა უპირატესობა მიანიჭოს საზოგადოებრივ და არა კერძო ტრანსპორტს.მიუხედავად ამისა, კალაძე ქალაქის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.კახა კალაძემ ასევე პირობა დადო, რომ პრობლემები მოგვარდება რამდენიმე მეტროს სადგურზე, სადაც დილის და საღამოს საათებში დიდი ხალხმრავლობაა. ამასთან დაკავშირებით მერიას აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდება, განაცხადა მან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_6aba979d32c33d086e3985f2bd468d96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისის საკრებულო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისის საკრებულო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
თბილისის მერი მზად არის მოუსმინოს ოპოზიციას სატრანსპორტო პოლიტიკის თემაზე
22:06 28.12.2022 (განახლებულია: 22:41 28.12.2022) მერიის მთავარი ამოცანაა – გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული და კომფორტული, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააჩნიათ განსხვავებული ხედვა თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტს და ეს ხედვა გააცნონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.
დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას დრო სჭირდება.
„თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხედვა ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას, შეხედულებას იმაზე, რა უნდა გაკეთდეს და რას არ აკეთებს დედაქალაქის მერია, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითაროთ თავისი ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ მერიის მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა. ამისთვის ე.წ. ყვითელი ავტობუსის პარკი მთლიანად შეიცვალა. მაშინ, მერის თქმით, დედაქალაქს 600-მდე ავტობუსი ჰყავდა: მათგან 400 ხაზზე მუშაობდა, დანარჩენი სათადარიგო იყო.
დღეს დედაქალაქში 800 ერთეული ახალი ევროპული ტიპის ავტობუსია.
„ასევე განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია, გეტყვით, რომ არა, არ ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და ამჟამად ყველა თვალსაზრისით ურთულესი ეტაპი მიმდინარეობს. იმავდროულად მერმა ქალაქელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის ნება და უფლებაა უპირატესობა მიანიჭოს საზოგადოებრივ და არა კერძო ტრანსპორტს.
მიუხედავად ამისა, კალაძე ქალაქის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.
„ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას, რაც გვაქვს. გვჭირდება 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება და ვაპირებთ, რომ ისინი 2023-2024 წლებში შევისყიდოთ, ახალი ავტობაზის მშენებლობის პარალელურად“, – განაცხადა მან.
კახა კალაძემ ასევე პირობა დადო, რომ პრობლემები მოგვარდება რამდენიმე მეტროს სადგურზე, სადაც დილის და საღამოს საათებში დიდი ხალხმრავლობაა. ამასთან დაკავშირებით მერიას აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდება, განაცხადა მან.