საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ნოემბერში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerასდოლარიანები და ასლარიანები
ასდოლარიანები და ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277,5 მლნ ლარით, ანუ 0,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2022 წლის ნოემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 67,5 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,1 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში ნოემბრის ბოლოსთვის მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ვადიანი დეპოზიტების მოცულობა ბანკებში შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 42,62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 303,37 მლნ ლარით, ანუ 0,72%-ით მეტია ნოემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 99,13 მლნ ლარით, ანუ 0,61%-ით შემცირდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 402,51 მლნ ლარით, ანუ 1,55%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 43,27% შეადგინა, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ნოემბრის მაჩვენებელზე.
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,38% შეადგინა, მათ შორის 11,33% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,07% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ეროვნულ ვალუტაში მეტი კრედიტია გაცემული
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 411,81 მლნ ლარით, ანუ 0,95%-ით გაიზარდა და, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 43,65 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 119,56 მლნ ლარით, ანუ 0,84%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 212,25 მლნ ლარით, ანუ 1,1%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია>>
2022 წლის ნოემბრის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,31 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,3%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,19 მლრდ ლარი, რაც 1,06%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის ნოემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,98%-ით, ანუ 225,98 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 23,3 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,13% შეადგინა, რაც 0,06 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 ნოემბრის მაჩვენებელზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0