საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
მანამდე რეზერვებმა მაქსიმუმს 2022 წლის 31 ოქტომბრისთვის მიაღწია და 4.385,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 30 ნოემბრისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.636,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მანამდე რეზერვებმა მაქსიმუმს 2022 წლის 31 ოქტომბრისთვის მიაღწია – 4.385,6 მლნ აშშ დოლარი.
ნოემბერში რეზერვები 251,1 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევის გამო აქტივების გადაფასებას და უცხოური ვალუტის შეძენას უკავშირდება.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 364,2 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.

მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,4 მლრდ დოლარი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 462,3 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,6 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 13,7 მლნ დოლარს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0