https://sputnik-georgia.com/20221228/armosavlet-dasavletis-saertasoriso-magistralis-zogierti-monakveti-2023-wels-gaixsneba-273470157.html
აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთი 2023 წელს გაიხსნება
აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთი 2023 წელს გაიხსნება
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთი E-60 საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T11:14+0400
2022-12-28T11:14+0400
2022-12-28T15:41+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270886067_0:125:1334:875_1920x0_80_0_0_1291c19403b5e57e9121166a6261be3d.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილი 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.საქართველოში ავტომაგისტრალი Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის E-60 საერთაშორისო მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ოთხზოლიან თანამედროვე ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზაცია გაზრდის გზის გამტარუნარიანობას და სატრანზიტო საქონელბრუნვას, აცხადებენ სამინისტროში.ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის შესახებ>>აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1d/270886067_1:0:1334:1000_1920x0_80_0_0_b1e0bbafb0c2f2038d6b0acd52922a77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთი 2023 წელს გაიხსნება
11:14 28.12.2022 (განახლებულია: 15:41 28.12.2022) რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთი E-60 საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილი 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოში ავტომაგისტრალი Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
„2023 წელს აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ეტაპობრივად გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის E-60 საერთაშორისო მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ოთხზოლიან თანამედროვე ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზაცია გაზრდის გზის გამტარუნარიანობას და სატრანზიტო საქონელბრუნვას, აცხადებენ სამინისტროში.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).