თბილისში ვადაგასული რძის პროდუქტები იყიდება

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშირძე
რძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.
ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს და თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში მის მოტყუებით რეალიზებას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მთლიანობაში ამოღებულ იქნა შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი.
გამოძიება სსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0