სპეცოპერაცია კოსმოსს მისწვდა: უკრაინის არმიის „კავშირის მეთაური“ ილონ მასკი

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო ფორუმი „არმია-2022“
საერთაშორისო ფორუმი „არმია-2022“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას გაირკვა, რომ გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-ის „სამოქალაქო“ სისტემა პენტაგონის, ნატოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირისა და საბრძოლო მართვის საფუძველია და ამდენად აუცილებელია მკაცრი საკომპენსაციო ზომები კოსმოსსა და დედამიწაზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე 21 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის მხარეს მუშაობს აშშ-ისა და ნატოს 500-ზე მეტი თანამგზავრი, მათ შორის, 70 სამხედრო. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, ნატოსგან მიიღოს სადაზვერვო ინფორმაცია ონლაინ-რეჟიმში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მოგვიანებით დასძინა, რომ აშშ და მათი მოკავშირეები აძლიერებენ კიევის სამხედრო დახმარებას კონფლიქტის გასაჭიანურებლად და საერთო ჯამში მისი ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.
26 დეკემბერს სარატოვის ოლქში ჩამოგდებულ ამერიკელი სპეციალისტების მიერ მოდიფიცირებულ უპილოტო აპარატს უნდა დაერტყა ენგელსის სამხედრო აეროდრომისთვის. ის დამიზნების თანამგზავრული სისტემის გარეშე არ მოქმედებდა. რა უნდა მოუხერხოს მოსკოვმა კიევისთვის დასავლეთის ამ „კოსმოსურ“ სამხედრო დახმარებას? რასაკვირველია, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს სპეცოპერაცია. კიდევ აუცილებელია ასიმეტრიული ზომები.
კიევის ამასწინანდელი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Space Exploration Technologies Corp-თან თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-სთვის 10 ათასზე მეტი ტერმინალის მიწოდებაზე ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება მიიღონ ახალი ტერმინალები 2023 წლის დასაწყისში. სახსრებს გამოყოფს ევროკავშირი: აპარატი „დედამიწაზე“ ღირს მინიმუმ 550 დოლარი, მთელი პარტია კი ევროპელებს დაუჯდებათ 5,5 მლნ დოლარი, პლუს 1,65 მლნ დოლარი 15 ათასი ტერმინალის ყოველთვიური ექსპლუატაციისთვის.

რა არის Starlink

თავდაპირველად სამოქალაქო სისტემა Starlink იქმნებოდა თითქოსდა მეზღვაურებისთვის, მოგზაურებისთვის, ცალკეული რაიონების მცხოვრებთათვის და ქვეყნებისთვის „ავტოკრატიული რეჟიმებით“. როგორც ჩანს, Starlink-ის სათავეებთან იდგა პენტაგონი, ისევე, როგორც ინტერნეტის შემთხვევაში. სტაბილური კავშირი – საბრძოლო მართვის საფუძველია. მართალია, Starlink-ის თანამგზავრების მუშაობის ვადა მხოლოდ ხუთი წელია.
გლობალური ინტერნეტ-სისტემის სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: თანამგზავრების დაჯგუფება (ამჟამად 2300 აპარატი-რეტრანსლატორი) დაბალ ორბიტებზე (300-600 კმ), სახმელეთო სადგურების ქსელი (მსოფლიო ქსელთან მისაერთებლად) და სამომხმარებლო ტერმინალები (რომლებიც სადგურებისგან 1000 კმ რადიუსშია განთავსებული). პირობითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერმინალები დონბასში თანამგზავრით უკავშირდებიან ლვოვის ოლქის სადგურს. დაბალი ორბიტა უზრუნველყოფს სიგნალის სტაბილურობას, Starlink-ის ტრაფიკის საშუალო სიჩქარე 105 მბტ/წმ-ია. კონკურენტების ზოგიერთ სისტემას 35000 კმ-მდე ორბიტა აქვს.
პირველი თაობის 260 კგ-იანი თანამგზავრი აღჭურვილია ოთხი ანტენით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემების გადასაცემად გამოიყენება. ორბიტაზე დამოუკიდებელ მანევრირებას უზრუნველყოფს ნავიგაციის ავტონომიური სისტემა და იონური ძრავები. აპარატები მუდმივად იხვეწება, საშუალოვადიან პერსპექტივაში დაჯგუფება მიაღწევს 7000-ს, ფინალში კი 42000 თანამგზავრს. ორბიტაზე მოძრავი ერთი აპარატის ფასი 500 ათას დოლარს აღწევს.
დედამიწაზე Starlink-ის სისტემას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპის 29 ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში იყენებენ. უკრაინაში აპრილის დასაწყისში გამოჩნდა პირველი 5000 ტერმინალი, რომლებიც კიევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID ) გადასცა. Starlink-ის სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლის საკმაოდ სტაბილურ კავშირს შტაბებთან და დაზვერვის ცენტრებთან უკრაინის ბრძოლის ველზე რადიოელექტრონული წინააღმდეგობის პირობებშიც კი.
FoxNews-ის მონაცემებით, „თანამგზავრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინული ჯარის კავშირისთვის დედამიწაზე და ფრონტის ხაზის გასწვრივ“. კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს არა იმდენად აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მიწოდებული ძველი იარაღი, რამდენადაც უკრაინის წვდომა ნატოს დაზვერვის მონაცემებთან, პენტაგონის ონლაინ-კონსულტაციები და დასავლეთის სხვა პროქსი-დახმარება.
Starlink-ის სისტემასთან ბრძოლაში რუსეთის ჯარი იყენებს სხვადასხვა საშუალებასა და მეთოდებს. რუსეთის ჯარი ფლობს რადიოელექტრონული ბრძოლის ეფექტურ სისტემებს. Starlink-ის სისტემების ნეიტრალიზაციის მეთოდებს ჩინელებიც ამუშავებენ.
რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა პარასკევს განაცხადა, რომ „ორი დიდი სახელმწიფოს შეტაკების რისკი მაღალია“ და დასავლეთმა ვერ გაუწია იგნორირება ამ პოზიციას. ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა დაწერა: „რუსეთის გაფრთხილება აშშ-ს: დეესკალაცია, ან შეეჯახებით „შედეგებს“. გამოდის, რომ სისტემა Starlink და სხვა ამერიკული კოსმოსური ხრიკები დედამიწაზე პრივილეგიას არ იძლევა. მისი რუსული ანალოგი – კომპანია SR NET-ის 96 თანამგზავრი 2024 წელს რუსეთის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0