დაძაბულობა საზღვარზე: სერბეთმა არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
12:35 27.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023)
© photo: Sputnik / Alexandar Jorovich
/ გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სერბეთის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი კოსოვოსთან საზღვარზე, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა.
„ეს ამაღლებს ქვეყანას სერბეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების უმაღლეს დონემდე, რათა დაიცვას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დაიცვას სერბეთის ყველა მოქალაქე და თავიდან აიცილოს ტერორი სერბების წინააღმდეგ, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი“, — აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრატისლავ გაშიჩის ბრძანებით, ასევე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სხვა დანაყოფები, რომლებიც არმიის შტაბის სარდლობაში გადავიდნენ ოპერატიული გეგმის შესაბამისად.
🚨 #Serbia 🇷🇸continues to incite tensions in the #Balkans and threaten #Kosovo 🇽🇰with war💥! #Serbian 🇷🇸army has been deployed near the border with Kosovo 🇽🇰with heavy armament of the Nora B-#52 pic.twitter.com/RFaGt8K0pC
— Daniel Smith (@DanielS18352008) December 26, 2022
სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ კოსოვოში შემსვლელი სერბებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება გადაწყვიტა და სერბულ უმცირესობას სერბული საავტომობილო ნომრების ადგილობრივით შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოელმა სერბებმა პროტესტის ნიშნად ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პროშტინამ ახალი წესების შემოღება გადადო.
ნოემბრის ბოლოს ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კოსოვომ და სერბეთმა საავტომობილო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს, თუმცა რეგიონში კონფლიქტები მაინც გრძელდებოდა.
Serbian extremists tried to enter Kosovo by protesting at the Jarinje border crossing between Serbia and Kosovo. This is happening in the middle of Europe in 2022! pic.twitter.com/bB4KyYUjDx
— Eren Beksaç (@rnbksc) December 18, 2022
ბოლო ინციდენტი 25 დეკემბრის საღამოს მოხდა ზუბინ-პოტოკში, სადაც ადგილობრივ სერბებს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი გზები. როგორც ნატოს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ერთ-ერთი საპატრულო პუნქტის მახლობლად უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა ცალმხრივად, რაც ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ და შეერთებულმა შტატებმაც აღიარა. ბელგრადს კი კოსოვო თავის ავტონომიურ რესპუბლიკად მიაჩნია და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. სერბეთის პოზიციას იზიარებენ: რუსეთი, ზოგი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, ასევე ჩინეთი და ინდოეთი.