https://sputnik-georgia.com/20221227/raribasvili-qutaisis-parlamentis-yofil-senobaze-273456096.html
რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას? პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა
რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას? პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T17:56+0400
2022-12-27T17:56+0400
2022-12-27T20:42+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
თბილისი დღეს
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/49/235644922_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_52d57699efa5e04de44270eac2677920.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონცეფციაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.პრემიერის თქმით, აქ მიიწვევენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს, ნიჭიერ თაობას, რომლებიც თავიანთი უნარების რეალიზებას შეძლებენ.პრემიერმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბის შექმნით ისრაელის კომპანიაა დაინტერესებული. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.პარლამენტი ქუთაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 2012 წელს ამუშავდა იმ დროს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი.2017 წლის ბოლოს მიიღეს შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად მთავარ კანონში აღარ წერია, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში უნდა გაიმართოს.უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შენობაში შეიძლება განთავსდეს ან შსს-ს აკადემია, ან გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23564/49/235644922_127:0:1904:1333_1920x0_80_0_0_41abe2c77a26e326cd8911632700f0be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, თბილისი დღეს, ქუთაისი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, თბილისი დღეს, ქუთაისი
რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას? პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა
17:56 27.12.2022 (განახლებულია: 20:42 27.12.2022) საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონცეფციაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
„ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ აქ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, აქ მიიწვევენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს, ნიჭიერ თაობას, რომლებიც თავიანთი უნარების რეალიზებას შეძლებენ.
პრემიერმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბის შექმნით ისრაელის კომპანიაა დაინტერესებული. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პარლამენტი ქუთაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 2012 წელს ამუშავდა იმ დროს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი.
2017 წლის ბოლოს მიიღეს შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად მთავარ კანონში აღარ წერია, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში უნდა გაიმართოს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შენობაში შეიძლება განთავსდეს ან შსს-ს აკადემია, ან გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“.