რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა

გამოწერა
ქართული სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ახალი წლის სუფრა, როგორც წესი, ბევრ ოჯახში ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
საახალწლო სუფრისთვის საქართველოში განსაკუთრებულად ემზადებიან და არ იშურებენ ბოლო თეთრსაც კი, რათა საახალწლო სუფრაზე გემრიელი კერძებით მოიწონონ თავი.
„Sputnik–საქართველო“ წინასაახალწლო პერიოდში პროდუქტებზე ფასებს გაგაცნობთ, რის საფუძველზეც შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ, სავარაუდოდ, რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა იმ ტრადიციული ქართული კერძების გათვალისწინებით, რომლებიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ატრიბუტია — საცივი, გოჭი, იმერული ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი და, რა თქმა უნდა, გოზინაყი…
თუმცა, ფასები ბაზარზე ყოველდღიურად იცვლება და ახალ წლამდე ისინი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0