ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokთვითმფრინავი ნისლში
თვითმფრინავი ნისლში - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ნისლის გამო ტაშკენტი–თბილისის რეისიც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის Fly Dubai-ს ორი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ ჯდება და თბილისის თავზე დაფრინავს.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ნისლის გამო ტაშკენტის რეისმაც ვერ მოახერხა თბილისის აეროპორტში დაჯდომა, რის გამოც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.
თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, აზერბაიჯანმა და თურქეთმა უამინდობის გამო თბილისის მიმართულებით რეისები გადასწიეს.
ყველა ახალი ამბავი
0