https://sputnik-georgia.com/20221227/kaxetsi-infrastruqturis-ganvitarebaze-160-mln-lari-daixarja-273467248.html
კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 160 მილიონი ლარი დაიხარჯა
კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 160 მილიონი ლარი დაიხარჯა
Sputnik საქართველო
2023 წელს, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 პროექტია დაგეგმილი, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T23:39+0400
2022-12-27T23:39+0400
2022-12-28T14:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270041786_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_7377b1296912fbaecfc8ddf1700b4e3b.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. 2022 წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 160 მილიონი ლარი იყო ინვესტირებული. რეალიზებულია 990 პროექტი, განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.2022 წელს დაიგო და მოწესრიგდა 115 კმ-დე გზა, მცირე და ნაწილობრივი სამუშაოები განხორციელდა 57 საბავშვო ბაღში, მოეწყო და განახლდა 100-მდე სპორტული ადგილი, მათ შორისაა 70-მდე სპორტული მინი-მოედანი, განახლდა და მოეწყო 50-მდე რეკრეაციული არეალი.„ასევე აღსანიშნავია სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაახლოებით, 100 ობიექტს, ზოგიერთ შემთხვევაში - აშენდა ახალი შენობები. აშენდა ფეხბურთის 70 მინი-სტადიონი, 60-მდე ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენიმე აშენდა კიდეც“, - განაცხადა ბეგიაშვილმა კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.მცირე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 18-მდე საჯარო სკოლაში. ასევე ჩატარდა წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაციის სამუშაოებიც.მინისტრის მოადგილის თქმით, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 პროექტია დაგეგმილი 2023 წელს, რაც ეტაპობრივად გაიზრდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებით, ასევე, სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული დაფინანსებით.ბეგიაშვილის ცნობით, მომავალ წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. დაგეგმილია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ასევე შემოვლითი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია.გარდა ამისა, იგეგმება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა და ცენტრალური და მინისტადიონების მოწყობა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270041786_155:0:1488:1000_1920x0_80_0_0_8da0f6a1a59b15664bf527118af09f26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, კახეთი
კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 160 მილიონი ლარი დაიხარჯა
23:39 27.12.2022 (განახლებულია: 14:08 28.12.2022) 2023 წელს, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 პროექტია დაგეგმილი, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. 2022 წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 160 მილიონი ლარი იყო ინვესტირებული. რეალიზებულია 990 პროექტი, განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.
2022 წელს დაიგო და მოწესრიგდა 115 კმ-დე გზა, მცირე და ნაწილობრივი სამუშაოები განხორციელდა 57 საბავშვო ბაღში, მოეწყო და განახლდა 100-მდე სპორტული ადგილი, მათ შორისაა 70-მდე სპორტული მინი-მოედანი, განახლდა და მოეწყო 50-მდე რეკრეაციული არეალი.
„ასევე აღსანიშნავია სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაახლოებით, 100 ობიექტს, ზოგიერთ შემთხვევაში - აშენდა ახალი შენობები. აშენდა ფეხბურთის 70 მინი-სტადიონი, 60-მდე ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენიმე აშენდა კიდეც“, - განაცხადა ბეგიაშვილმა კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
მცირე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 18-მდე საჯარო სკოლაში. ასევე ჩატარდა წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაციის სამუშაოებიც.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 პროექტია დაგეგმილი 2023 წელს, რაც ეტაპობრივად გაიზრდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებით, ასევე, სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული დაფინანსებით.
ბეგიაშვილის ცნობით, მომავალ წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. დაგეგმილია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ასევე შემოვლითი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, იგეგმება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა და ცენტრალური და მინისტადიონების მოწყობა.