მოსაზრება: ევროპა აუქმებს სსრკ-ის გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის „შეჩერების“ მექანიზმის შექმნა“.
ამგვარად, ევროკავშირი აპირებს დაიწყოს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა.
არ ღირს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობის პირის სიტყვებში მეორე აზრის ძიება – საუბარი მართლაც არის იმაზე, რომ სანქციებით რუსეთის ეკონომიკის განადგურების კვალდაკვალ, რუსეთის აქციების გაყინვით მისი ძარცვის კვალდაკვალ, გაუქმდეს ნაციზმზე გამარჯვებასა და ჰიტლერის რაიხის განადგურებაში სსრკ-ის წვლილი.
ისტორიული ფაქტები მოვიშველიოთ. გაერო შეიქმნა რაიხზე გამარჯვებული ქვეყნების (სსრკ, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი) ინიციატივით. ამიტომ სწორედ ისინი გახდნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ვეტოს უფლება.
უშიშროების საბჭოში ყოველი სავარძლის ფასი სისხლით იზომება.
ესაა ათობით მილიონი და ასობით ათასი დაღუპული - სამხედრო და სამოქალაქო პირი. დატანჯული, დახვრეტილი, ჭრილობებისგან, შიმშილისგან გარდაცვლილი. ეს სავარძლები, როგორც არ უნდა ფიქრობდეს ბატონი მიშელი, მხოლოდ ავეჯისა და გაეროს შენობის ინტერიერების გაფორმების ნაწილი არ არის. არც მხოლოდ მიკროფონია.
საინტერესოა ამ „წევრობის შეჩერების“ მოტივიც. როგორც აღმოჩნდა,
„რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს“.
კვლავ ისტორიული ექსკურსი.
ევროპაში საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტრუქტურა, რომელსაც იურიდიული დოკუმენტები არეგულირებენ, პრაქტიკულად შეიქმნა სამ საერთაშორისო კონფერენციაზე ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე. ესენია თეირანი-43, იალტა-45 და პოტსდამი-45.
გაეროს შექმნისას ორგანიზაციის წევრის სტატუსი, სსრკ-ის გარდა, მიიღეს უკრაინამ და ბელარუსიამაც, რადგან ეს მოსკოვმა მოითხოვა ნაციზმის დამარცხებაში ბელარუსებისა და უკრაინელების წვლილის სანაცვლოდ.
მაშინდელი დებულებების დარღვევა პრაქტიკულად შეთანხმებების ხელმოწერისთანავე დაიწყო. 1946 წელის მარტში დასავლეთმა სსრკ-ს ცივი ომი გამოუცხადა.
მართალია, ითქვა ლამაზი სიტყვები „რკინის ფარდაზე“, „დიქტატურის“ დამყარებაზე, იმაზე, რომ „თავისუფალი სამყარო აღმოსავლეთიდან საფრთხის წყვდიადმა“ დაფარა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ეს რიტორიკა სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა – რუსეთის დაღლას და შეიარაღების შეჯიბრის დაწყებას.
1949 წელს შეიქმნა ნატო. ვარშავის შეთანხმების ორგანიზაცია გაცილებით გვიან, 1955 წელს ჩამოყალიბდა საპასუხო ნაბიჯის სახით.
რუსეთი მხოლოდ პასუხობს მისთვის შეთავაზებულ მტრულ დამოკიდებულებას და საფრთხეს, რომელსაც ეს მტრობა შეიძლება შეიცავდეს.
საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც დღეს ასე აწუხებს ევროპის სახელისუფლო ეშელონებს, სინამდვილეში სწორედ ამ საერთაშორისო ასპარეზზე საქმეთა წარმართვის ევროპული სტილია.
მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა დაანგრია, და ფაქტი, რომ სწორედ სსრკ ათავისუფლებდა კონტინენტს ჰიტლერის შავი ჭირისგან, დღეს ამ ქვეყნების ლიდერების ქუსლებში ხიჭვივითაა შერჭობილი.
დღეს ახალი ეტაპი დგება. მისი კონტურები გამოიკვეთა.
საბჭოთა კავშირმა, „აგრესორმა და საერთაშორისო სამართლის, სამოქალაქო თავისუფლების დამრღვევმა და პროგრესის მტერმა“ კი არ გაათავისუფლა ევროპა და ხელი შეუწყო, მათ შორის, ევროკავშირის შექმნას, არამედ ევროპამ თავად გააკეთა ეს.
რასაკვირველია, გაბედული ამერიკელი GI-ს, ბრიტანული და ნაწილობრივ ფრანგული ჯარების დახმარებით.
სსრკ კი მილასლასებდა კოლონაში, რომელიც მას ლენდ-ლიზის ფარგლებში მიაწოდეს და გზად ძარცვავდა სახლებს ფაიფურის ჭურჭლისა და ქალის საღამურების წაღების მიზნით, „ძარცვებსა“ და „მაროდიორობას“ შორის კი „გერმანელ ქალებზე ძალადობდა“.
რუსები ხომ „ბარბაროსები“ არიან. ეს „ბარბაროსები“ რაღაც გაუგებრობით მოხვდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს სავარძელში, თანაც ვეტოს უფლებით.
საჭიროა ამ გაუგებრობის სასწრაფოდ გამოსწორება. რუსეთის, ამ „საერთაშორისო სამართლის დამრღვევის“ ნაცვლად უშიშროების საბჭოს სწორედ გერმანიის შეყვანა სურს – როგორც პაციფიზმის, პოლიტკორექტულობის, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის მკაცრი დამცველის ნიმუშისა.
მალე ალბათ იმასაც იტყვიან, რომ ჰიტლერმა ომი იმისთვის დაიწყო, რომ ევროპა ბოლშევიკებისგან და კომუნისტური დიქტატურისა და იდეოლოგიისგან გადაერჩინა.
როდესაც ევროპიდან და ევროპაში საუბრობენ, რომ „რუსეთის წევრობა უშიშროების საბჭოში უნდა შეჩერდეს“, ეს ცარიელი სიტყვები, მსჯელობა და ჰიპოთეზა არ არის. ეს იმ გეგმის ნაწილის ნებადართული გაჟონვაა, რომელიც უკვე გააქტიურებულია, მოწონებულია იმათ მიერ, ვინც ვერ შეეგუა საკუთარ მარცხს და რუსეთის გამარჯვებას. და ელოდება თავის დროს რევანშის ასაღებად. ზოგჯერ ადგილს უცვლის გამარჯვებულებს, რომლებმაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გასწირეს, და დამარცხებულებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0