ხალხური მინიშნებები საახალწლოდ: წარმატების, სიმდიდრისა და ქორწილის მოსაზიდად

© Pixabay / Engin_Akyurt სათამაშო სანტა კლაუსი წითელი გულების ფონზე
სათამაშო სანტა კლაუსი წითელი გულების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ახალი წელი გვიახლოვდება და, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ცრურწმენებისა, ამ ჯადოსნურ ღამეს მაინც ვაქცევთ ყურადღებას ხალხურ მინიშნებებსა და რწმენებს.

მოკლედ, თუ გამდიდრება, ან გათხოვება, ან წარმატების მოზიდვა გინდათ, კარგად დაიმახსოვრეთ ეს მინიშნებები და იქნებ ახალი წლის დღესასწაული გარდამტეხად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.

წარმატების მოსაზიდად

სურვილი ჩაიფიქრეთ მაშინ, როცა საათი ზუსტად 12-ს ჩამოჰკრავს, ხელში აუცილებლად უნდა გეჭიროთ შამპანური ღვინით სავსე ჭიქა. დაიმახსოვრეთ — ეს ყველაზე სანუკვარი ოცნება უნდა იყოს;
რაც უფრო მეტი სტუმარი გეყოლებათ ახალი წლის ღამეს, მით უფრო სასიხარულო იქნება დამდეგი წელი;
წარმატების მოსაზიდად ახალი წლის დადგომისას გააღეთ შემოსასვლელი კარი ან ფანჯარა;
წარმატების მოზიდვა შეიძლება, თუ ახალი წლის ღამეს შეჭირვებულ ადამიანებს საკვებს ან ტანსაცმელს აჩუქებთ.

ფულის მოსაზიდად

მორთეთ ნაძვის ხე ფულის კუპიურებით ან მონეტებით — რაც მეტი იქნება, მით უკეთესი წელი გელოდებათ;
ფინანსები ყოველთვის საკმარისი რომ გქონდეთ, კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, ან ინტერიერის მოსართავად რაიმე ახალ ნივთს შეიძენთ;
კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ყველა ჯიბეში ჩაიდებთ ფულს, ხოლო საიდუმლო ჯიბეში მსხვილ კუპიურას „გადამალავთ“;
დადგით საახალწლო სუფრაზე ხორბლით სავსე ჭურჭელი, რომელშიც რამდენიმე მონეტა იქნება ჩაყრილი. ეს მთელი წლის განმავლობაში მუდმივი შემოსავლის გარანტიაა;
ახალი წლის პირველ დღეს გადაყარეთ გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი;
როდესაც ახალი წლის დადგომამდე უკუთვლა დაიწყება, შამპანურის ჭიქაში მონეტა ჩააგდეთ (თქმა საჭირო არაა, მაგრამ მაინც — მონეტა სოდით კარგად გარეცხეთ). შამპანური შესვით, ხოლო მონეტა საფულეში შეინახეთ — ეს ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.

ოჯახის შესაქმნელად

რომ გათხოვდეს, ახალგაზრდა ქალმა უშუალოდ დღესასწაულის წინ სახლი არ უნდა დაალაგოს;
კერძები საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ხელით მომზადებული უნდა იყოს. თუ მომზადებისას თითს გაიჭრით — კარგის ნიშანია, ნიშნობა უფრო მალე გაიმართება;
თმის ვარცხნილობას მოწმეთა თვალწინ ნუ გაიკეთებთ;
სადღესასწაულო სუფრასთან სტუმრები რაც შეიძლება მალე დასვით — რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე გათხოვდებით.
ყველა ახალი ამბავი
0