https://sputnik-georgia.com/20221226/saqartvelos-saqmiani-turizmis-potencials-13-qveyanasi-gaecnen-273409978.html
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაეცნენ
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაეცნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენასა და სხვა ღონისძიებაში მიიღო... 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T16:03+0400
2022-12-26T16:03+0400
2022-12-26T20:17+0400
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/65/227766582_0:118:3218:1928_1920x0_80_0_0_1c6bdae7306a6f8e4c08ea4e138549cb.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს წელს მსოფლიოს 13 ქვეყანა გაეცნო, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენაში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.კერძოდ, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ისრაელში გამართულ ღონისძიებებში.საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციებს საერთაშორისო წამყვანი კომპანიების ასობით წარმომადგენელი დაესწრო. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.ისრაელში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ>>ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ წევრი კომპანიებისთვის ტრენინგები გამართა. სემინარებს, რომლებსაც 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.გარდა ამისა, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა სტატია, რომელშიც აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/65/227766582_245:0:2974:2047_1920x0_80_0_0_bd1e4d1f345487c6d4645ac1a750abf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაეცნენ
16:03 26.12.2022 (განახლებულია: 20:17 26.12.2022) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენასა და სხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს წელს მსოფლიოს 13 ქვეყანა გაეცნო, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენაში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კერძოდ, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ისრაელში გამართულ ღონისძიებებში.
საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციებს საერთაშორისო წამყვანი კომპანიების ასობით წარმომადგენელი დაესწრო. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.
ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ წევრი კომპანიებისთვის ტრენინგები გამართა. სემინარებს, რომლებსაც 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა სტატია, რომელშიც აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.