https://sputnik-georgia.com/20221129/israelshi-saqartvelos-saqmiani-turizmis-potencials-gaecnen-272552120.html
ისრაელში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
ისრაელში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T14:51+0400
2022-11-29T14:51+0400
2022-11-29T18:01+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ისრაელი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციას ისრაელის ბიზნეს-სექტორისა და ადგილობრივი მასმედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისრაელელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ. მიმდინარე წლის 10 თვეში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 178,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც10,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და 0,5%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ისრაელი , ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ისრაელი , ახალი ამბები
ისრაელში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
14:51 29.11.2022 (განახლებულია: 18:01 29.11.2022) ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციას ისრაელის ბიზნეს-სექტორისა და ადგილობრივი მასმედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება. ჩვენი სურვილია ისრაელიდან სულ უფრო მეტი ბიზნეს-მოგზაური მოვიზიდოთ, რადგანაც ისინი საკმაოდ მაღალმხარჯველ ვიზიტორებად არიან მიჩნეული“, – განაცხადა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისრაელელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.
ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ. მიმდინარე წლის 10 თვეში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 178,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც10,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და 0,5%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.