რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება გამორიცხული არ არის

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112 ათასზე მეტი მოქალაქე.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება აუცილებელი პირობების არსებობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის, იტყობინება სააგენტო ТАСС რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინზე დაყრდნობით.
საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წელს რუსული მხარის ინიციატივით დაწესდა. 2012 წლის დაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები ცალმხრივად გააუქმა.

„საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივასთან დაკავშირებით ჩვენ არ გამოვრიცხავთ დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“, – განაცხადა გალუზინმა ТАСС-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, „რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდება“.
საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49,2%-ით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, გალუზინმა ფულადი გადარიცხვებისა და ტურიზმის სფეროებში მაჩვენებლების ზრდა აღნიშნა – 2022 წლის 11 თვეში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.705,3 მილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში გადმორიცხვები რუსეთიდან ცხრაჯერ გაიზარდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით.
დუმის დეპუტატმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე ისაუბრა>>>
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადა საქართველოში რუსების მასობრივი და უკონტროლო შემოდინების თაობაზე, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ზოგიერთმა მათგანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა.
ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112 ათასზე მეტი მოქალაქე.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პიკი 23-26 სექტემბრის პერიოდში იყო, როდესაც ქვეყანაში რუსეთიდან 40.548 ადამიანი შემოვიდა (გავიდა 22.929).
ყველა ახალი ამბავი
0