https://sputnik-georgia.com/20221209/dumis-deputatma-saqartvelostan-savizo-rejimis-gauqmebis-perspeqtivaze-isaubra-272894272.html
დუმის დეპუტატმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე ისაუბრა
დუმის დეპუტატმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ადამიანებს სჭირდებათ, მიაჩნია სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარეს 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T23:11+0400
2022-12-09T23:11+0400
2022-12-09T23:11+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/79/233687988_0:0:2690:1514_1920x0_80_0_0_8959297e46b02eb86bc7a17f2ce4bb31.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების პერსპექტივა გაჩნდა, განაცხადა სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა, იუწყება РИА Новости.ოთხშაბათს გაიმართა რუსულ-ქართული ფორუმი: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: მათი განვითარების პერსპექტივები“, რომელზეც განიხილეს სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხები.პარლამენტარის თქმით, ამ საკითხების გადაწყვეტა წელიწადნახევრის წინაც შეიძლებოდა, მაგრამ 2019 წლის ზაფხულში დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტისას გამართული ანტირუსული აქციების გამო რუსეთმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.„ ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვიყავით ახლოს ამ საკითხის გადაჭრასთან (ავიამიმოსვლის აღდგენა - რედ.), მაგრამ მაშინ გავრილოვთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაარღვია რუსეთის მზადყოფნა გადაედგა ეს ნაბიჯი, ისევე როგორც (ახლოს ვიყავით - რედ.) რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან“, - განაცხადა მან.როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ სტრუქტურების წინაშე დამდგარიყო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხი.მოსკოვში გაიმართა ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“>>>„ეს, მათ შორის, იხილებოდა ამ ფორუმზე, იხილება პარლამენტის დონეზეც. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ამაზე, როდესაც ვესაუბრებით აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ტრანსპორტის სამინისტროს“, - განაცხადა მან.ამ საკითხების გადაჭრა მომწიფდა, დარწმუნებულია კალაშნიკოვი, ვინაიდან ადამიანებს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა სჭირდებათ.თბილისში 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა ჩატარდა. ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რამაც პროტესტი გამოიწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვების განხორციელება აეკრძალა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/79/233687988_0:0:2690:2018_1920x0_80_0_0_a564a7d0f67900fe0036e67749904a79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
დუმის დეპუტატმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე ისაუბრა
მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ადამიანებს სჭირდებათ, მიაჩნია სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარეს
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების პერსპექტივა გაჩნდა, განაცხადა სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა, იუწყება
РИА Новости.
ოთხშაბათს გაიმართა რუსულ-ქართული ფორუმი: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: მათი განვითარების პერსპექტივები“, რომელზეც განიხილეს სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხები.
„საქართველოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკა დღევანდელ რთულ ვითარებაში, რომელიც, მათ შორის, უკავშირდება სპეციალური ოპერაციის ჩატარებას, სანქციები ჩვენ წინააღმდეგ (ამ საკითხებში წინ წაწევის შესაძლებლობას იძლევა-რედ.). ვფიქრობ, ესეც მომწიფდა (სავიზო რეჟიმის გაუქმება - რედ.), ისევე როგორც იმისთვის, რომ (განახლდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა - რედ.) და იმ ხალხის გადაყვანა, რომლებსაც ეს სჭირდებათ“, - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტარის თქმით, ამ საკითხების გადაწყვეტა წელიწადნახევრის წინაც შეიძლებოდა, მაგრამ 2019 წლის ზაფხულში დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტისას გამართული ანტირუსული აქციების გამო რუსეთმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.
„ ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვიყავით ახლოს ამ საკითხის გადაჭრასთან (ავიამიმოსვლის აღდგენა - რედ.), მაგრამ მაშინ გავრილოვთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაარღვია რუსეთის მზადყოფნა გადაედგა ეს ნაბიჯი, ისევე როგორც (ახლოს ვიყავით - რედ.) რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან“, - განაცხადა მან.
როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ სტრუქტურების წინაშე დამდგარიყო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხი.
„ეს, მათ შორის, იხილებოდა ამ ფორუმზე, იხილება პარლამენტის დონეზეც. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ამაზე, როდესაც ვესაუბრებით აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ტრანსპორტის სამინისტროს“, - განაცხადა მან.
ამ საკითხების გადაჭრა მომწიფდა, დარწმუნებულია კალაშნიკოვი, ვინაიდან ადამიანებს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა სჭირდებათ.
თბილისში 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა ჩატარდა. ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რამაც პროტესტი გამოიწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვების განხორციელება აეკრძალა.