https://sputnik-georgia.com/20221209/moskovsi-gaimarta-rusul-qartuli-urtiertobebis-forumi-272877059.html
მოსკოვში გაიმართა ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“
მოსკოვში გაიმართა ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“
Sputnik საქართველო
მრავალი წლის განმავლობაში პირველად რუსი დეპუტატები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ღია დიალოგისთვის შეიკრიბნენ. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T17:12+0400
2022-12-09T17:12+0400
2022-12-09T21:12+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272871410_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_dc54eb05b584ef4f8f2ad1bad8b8867c.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში გაიმართა რუსულ-ქართული ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“.შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დეპუტატები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეიკრიბნენ ღია დიალოგისა და იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ორივე ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს აღელვებს.ფორუმზე განიხილეს სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.მხარეები დარწმუნებული არიან, რომ აუცილებელია ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება. ღონისძიების მონაწილეთა თქმით, მეგობრული კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის არასდროს შეწყვეტილა, რასაც მოწმობს კოლოსალური ტურისტული ნაკადი, ურთიერთინტერესები და საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ნათესაური კავშირები, ასევე ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდა.ფორუმი სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.შეხვედრაზე შეეხნენ ავიარეისების გაუქმებას, სავიზო რეჟიმს, შეზღუდვებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ძალიან ურთულებს ცხოვრებას. დადგა დრო, რომ განისაზღვროს ნაბიჯები, რომლებიც ორი სახელმწიფოს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ააღორძინებს, განაცხადეს შეხვედრაზე. ფორუმის მონაწილეების აზრით, ეს შეხვედრა ორი ხალხის დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია.ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტოლოგებმა და ისტორიკოსებმა.რუსული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატები: ლეონიდ კალაშნიკოვი, კაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი და სხვ.ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და „რუსულ-ქართული ბიზნეს-ასოციაციის“ წარმომადგენლები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, თემურ მაისურაძე, არჩილ ბუბუტეიშვილი, ირაკლი უბილავა, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, მიხეილ ჟღენტი, გიორგი ირემაძე, არჩილ სიხარულიძე, ჯაბა ჭანკვეტაძე და ვალერი კვარაცხელია.ფორუმის შედეგების მიხედვით გადაწყდა, რომ მიმართონ სახელმწიფოების მეთაურებს შემდეგი ორი წინადადებით: 1. აღდგეს პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და რუსეთს შორის; 2. გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში შედიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272871410_100:0:1237:853_1920x0_80_0_0_2de41892d746eaefdb83f1e8e7474084.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რუსეთი
მოსკოვში გაიმართა ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“
17:12 09.12.2022 (განახლებულია: 21:12 09.12.2022) მრავალი წლის განმავლობაში პირველად რუსი დეპუტატები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ღია დიალოგისთვის შეიკრიბნენ.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში გაიმართა რუსულ-ქართული ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დეპუტატები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეიკრიბნენ ღია დიალოგისა და იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ორივე ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს აღელვებს.
ფორუმზე განიხილეს სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
მხარეები დარწმუნებული არიან, რომ აუცილებელია ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება. ღონისძიების მონაწილეთა თქმით, მეგობრული კონტაქტები რუსეთსა და საქართველოს შორის არასდროს შეწყვეტილა, რასაც მოწმობს კოლოსალური ტურისტული ნაკადი, ურთიერთინტერესები და საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ნათესაური კავშირები, ასევე ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდა.
ფორუმი სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
შეხვედრაზე შეეხნენ ავიარეისების გაუქმებას, სავიზო რეჟიმს, შეზღუდვებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ძალიან ურთულებს ცხოვრებას. დადგა დრო, რომ განისაზღვროს ნაბიჯები, რომლებიც ორი სახელმწიფოს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ააღორძინებს, განაცხადეს შეხვედრაზე. ფორუმის მონაწილეების აზრით, ეს შეხვედრა ორი ხალხის დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტოლოგებმა და ისტორიკოსებმა.
რუსული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატები: ლეონიდ კალაშნიკოვი, კაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი და სხვ.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და „რუსულ-ქართული ბიზნეს-ასოციაციის“ წარმომადგენლები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, თემურ მაისურაძე, არჩილ ბუბუტეიშვილი, ირაკლი უბილავა, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, მიხეილ ჟღენტი, გიორგი ირემაძე, არჩილ სიხარულიძე, ჯაბა ჭანკვეტაძე და ვალერი კვარაცხელია.
ფორუმის შედეგების მიხედვით გადაწყდა, რომ მიმართონ სახელმწიფოების მეთაურებს შემდეგი ორი წინადადებით: 1. აღდგეს პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და რუსეთს შორის; 2. გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში შედიან.