https://sputnik-georgia.com/20221226/kategoriulad-miugebelia-kaladze-evroparlamentarebis-gancxadebaze-273417428.html
„კატეგორიულად მიუღებელია“: კალაძე ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებზე
„კატეგორიულად მიუღებელია“: კალაძე ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებზე
Sputnik საქართველო
კალაძე ეჭვობს, რომ ევროდეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და ბიზნეს-სექტორს სააკაშვილის მმართველობის დროს. 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T17:21+0400
2022-12-26T17:21+0400
2022-12-26T20:30+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619009_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_b033ee6ebb8c773f8b335421a241eae3.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.კალაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რას უპასუხებდა ევროდეპუტატებს, მაგალითად, პოლონელ დეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია გააგრძელებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნას, მაშინ საქართველო დაკარგავს ევროკავშირში წევრობის შანსს.კალაძე ეჭვობს, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, ბიზნეს-სექტორს, მათ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, როგორი იყო მედიის მიმართ დამოკიდებულება სააკაშვილის მმართველობის დროს და რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში.„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს.„ყოფილი პრეზიდენტი იყო მთავარი იდეოლოგი, შემოქმედი და მთავარი შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა – ადამიანის კვლა, ბიზნესის რეკეტი. ძალიან კარგად ვიცით, საპატიმროებში როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები, რაზეც სასჯელს იხდის. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ტოლობის ნიშნის დასმა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.„შიდა საქმეებში ჩარევა": ქართული პოლიტელიტა ზელენსკის მოწოდებასთან დაკავშირებით>>>მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619009_124:106:1119:853_1920x0_80_0_0_322d66f0c0ed7a1664eee0789edf2c8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
„კატეგორიულად მიუღებელია“: კალაძე ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებზე
17:21 26.12.2022 (განახლებულია: 20:30 26.12.2022) კალაძე ეჭვობს, რომ ევროდეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და ბიზნეს-სექტორს სააკაშვილის მმართველობის დროს.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.
კალაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რას უპასუხებდა ევროდეპუტატებს, მაგალითად, პოლონელ დეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია გააგრძელებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნას, მაშინ საქართველო დაკარგავს ევროკავშირში წევრობის შანსს.
„ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. საქართველოს მხარდამჭერებად გვევლინებიან, სინამდვილეში ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან... განცხადებები, რაც გვესმის, აბსოლუტურად ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელია. ნუთუ ამ ადამიანებს მართლა არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან წლების განმავლობაში რა ხდებოდა ქვეყანაში?!“ – განაცხადა კალაძემ.
კალაძე ეჭვობს, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, ბიზნეს-სექტორს, მათ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, როგორი იყო მედიის მიმართ დამოკიდებულება სააკაშვილის მმართველობის დროს და რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს.
„ყოფილი პრეზიდენტი იყო მთავარი იდეოლოგი, შემოქმედი და მთავარი შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა – ადამიანის კვლა, ბიზნესის რეკეტი. ძალიან კარგად ვიცით, საპატიმროებში როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები, რაზეც სასჯელს იხდის. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ტოლობის ნიშნის დასმა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.