https://sputnik-georgia.com/20221226/cinet-taivanis-konfliqti-273400907.html
უპრეცედენტო დარღვევა: ტაივანის საჰაერო სივრცე 71-მა ჩინურმა დრონმა გადაკვეთა
უპრეცედენტო დარღვევა: ტაივანის საჰაერო სივრცე 71-მა ჩინურმა დრონმა გადაკვეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტაივანის ყურეში ჩინეთის საჰაერო ძალების დრონებისა და საზღვაო ძალების ხომალდების უპრეცედენტო შეჭრა... 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T10:59+0400
2022-12-26T10:59+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
ტაივანი
კონფლიქტები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0c/269390399_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_ab261a81ced76d7f04d9361de93c4224.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტაივანის ყურეში ჩინეთის საჰაერო ძალების დრონებისა და საზღვაო ძალების ხომალდების უპრეცედენტო შეჭრა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მასშტაბური დარღვევაა დღეისათვის, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. საგარეო უწყების ცნობით, საუბარია 71 დრონზე, რომელთაგან 47 კუნძულს მიახლოვდა და ანტისარაკეტო სისტემების ამოსაცნობ ზონაში შევიდა. ერთი დღით ადრე პეკინმა ზღვასა და ჰაერში სამხედრო სწავლება ჩაატარა ტაივანის მახლობლად, რა დროსაც სამიზნეებზე დარტყმების მიტანა მუშავდებოდა.როგორც პეკინში განმარტეს, ეს მანევრები იყო „მტკიცე პასუხი აშშ-ისა და ტაივანის ხელისუფლების მხრიდან მზარდ შეთქმულებასა და პროვოკაციებზე“.თავის მხრივ, ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთი „რეგიონში მშვიდობას არღვევს და ტაივანელების დაშინებას ცდილობს“.ჩინეთი ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის ბოლოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და სხვა სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის საპასუხდ ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობა გააძლიერა მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მიზნით.წყარო: Reuters
ჩინეთი
ტაივანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0c/269390399_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_c71ff59c8de55e3065d96a78317cd916.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, ტაივანი, კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, ტაივანი, კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტაივანის ყურეში ჩინეთის საჰაერო ძალების დრონებისა და საზღვაო ძალების ხომალდების უპრეცედენტო შეჭრა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მასშტაბური დარღვევაა დღეისათვის, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
საგარეო უწყების ცნობით, საუბარია 71 დრონზე, რომელთაგან 47 კუნძულს მიახლოვდა და ანტისარაკეტო სისტემების ამოსაცნობ ზონაში შევიდა.
„დღეს, დილის 06:00 საათისთვის (02:00 თბილისის დროით) ტაივანის გარშემო ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 71 საფრენი აპარატი და 7 გემი დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთი დღით ადრე პეკინმა ზღვასა და ჰაერში სამხედრო სწავლება ჩაატარა ტაივანის მახლობლად, რა დროსაც სამიზნეებზე დარტყმების მიტანა მუშავდებოდა.
როგორც პეკინში განმარტეს, ეს მანევრები იყო „მტკიცე პასუხი აშშ-ისა და ტაივანის ხელისუფლების მხრიდან მზარდ შეთქმულებასა და პროვოკაციებზე“.
თავის მხრივ, ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთი „რეგიონში მშვიდობას არღვევს და ტაივანელების დაშინებას ცდილობს“.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის ბოლოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და სხვა სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის საპასუხდ ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობა გააძლიერა მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მიზნით.