https://sputnik-georgia.com/20221226/cagareisvilma-witlizes-simsilobis-sewyvetisken-mouwoda-273402688.html
„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
ანა წითლიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. ის სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T12:09+0400
2022-12-26T12:09+0400
2022-12-26T17:05+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1a28e53dc6479c6c558629102d222548.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გიორგი ცაგარეიშვილი თავის ოპოზიციონერ კოლეგას, დეპუტატს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.ექიმების რჩევების მიუხედავად, წითლიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.ექიმები აცხადებენ, რომ წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამასთან, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს არ ამბობს.„საერთოდ არ ხდება საკვების მიღება და ამიტომ სახიფათოა პაციენტის მდგომარეობა. ხდება ძალიან ხშირად წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა, რაც ახასიათებს შიმშილს. ასევე პერიოდულად აქვს თავის ტკივილი და უჭირს გადაადგილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ექიმმა ნანა კვანტრიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეებს პარლამენტში 16 დეკემბერს კიდევ ერთი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ თემურ ჯანაშია შეუერთდა.სააკაშვილის მხარდასაჭერად: კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეწყვიტა შიმშილობა>>ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშჭვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. ისინი მოითხოვენ, რომ ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს. მისი ადვოკატების, ნათესავებისა და თანამოაზრეების განცხადებით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება.შიმშილობა პირველმა აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა. მისმა ორგანიზმმა მხოლოდ სამი დღე გაუძლო. შემდეგ ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a52afe358d00a1056ab52bc6d5989565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
12:09 26.12.2022 (განახლებულია: 17:05 26.12.2022) ანა წითლიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. ის სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გიორგი ცაგარეიშვილი თავის ოპოზიციონერ კოლეგას, დეპუტატს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ექიმების რჩევების მიუხედავად, წითლიძე უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.
„ვთხოვ ქალბატონ ანის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ნებისმიერი ამგვარი აქტი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო დახმარებით. სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროს სახით, პენიტენციური სამსახურის სახით ყველაფერს აკეთებს, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ექიმები აცხადებენ, რომ წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამასთან, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს არ ამბობს.
„საერთოდ არ ხდება საკვების მიღება და ამიტომ სახიფათოა პაციენტის მდგომარეობა. ხდება ძალიან ხშირად წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა, რაც ახასიათებს შიმშილს. ასევე პერიოდულად აქვს თავის ტკივილი და უჭირს გადაადგილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ექიმმა ნანა კვანტრიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეებს პარლამენტში 16 დეკემბერს კიდევ ერთი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ თემურ ჯანაშია შეუერთდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშჭვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. ისინი მოითხოვენ, რომ ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს. მისი ადვოკატების, ნათესავებისა და თანამოაზრეების განცხადებით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება.
შიმშილობა პირველმა აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა. მისმა ორგანიზმმა მხოლოდ სამი დღე გაუძლო. შემდეგ ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.