https://sputnik-georgia.com/20221225/tbilissa-da-regionebsi-iararis-arsenali-amoires-273384530.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 25.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-25T17:30+0400
2022-12-25T17:30+0400
2022-12-25T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 26-დან 64 წლამდეა, მათ შორის რამდენიმე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 26-დან 64 წლამდეა, მათ შორის რამდენიმე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.