https://sputnik-georgia.com/20221224/msoflio-mediam-batums-150-statia-miuzrvna-273378362.html
მსოფლიო მედიამ ბათუმს 150 სტატია მიუძღვნა
მსოფლიო მედიამ ბათუმს 150 სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც აჭარის შესახებ სტატიები... 24.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-24T22:10+0400
2022-12-24T22:10+0400
2022-12-25T00:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277345_0:253:3068:1979_1920x0_80_0_0_d4c861329f47c335f963ff6ec2681c02.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2022 წელს ბათუმს სტატიები და სიუჟეტები 150-მდე უცხოურმა მედიასაშუალებამ მიუძღვნა, იუწყება აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა.აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც გააცნო, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.წელსვე, ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად ოფიციალურად დასახელდა.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა მიღწევებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277345_0:208:2453:2048_1920x0_80_0_0_7bc9098b23e12d5a883fbc7274966774.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა
მსოფლიო მედიამ ბათუმს 150 სტატია მიუძღვნა
22:10 24.12.2022 (განახლებულია: 00:24 25.12.2022) Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც აჭარის შესახებ სტატიები დაიბეჭდა.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2022 წელს ბათუმს სტატიები და სიუჟეტები 150-მდე უცხოურმა მედიასაშუალებამ მიუძღვნა, იუწყება აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა.
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც გააცნო, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.
2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.
წელსვე, ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად ოფიციალურად დასახელდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა მიღწევებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.