https://sputnik-georgia.com/20221224/gaizrdeba-tu-ara-gazis-safasuri-tbilissi-regulatoris-gadawyvetileba-273364937.html
გაიზრდება თუ არა გაზის საფასური თბილისში - რეგულატორის გადაწყვეტილება
გაიზრდება თუ არა გაზის საფასური თბილისში - რეგულატორის გადაწყვეტილება
Sputnik საქართველო
ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა 24.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-24T10:35+0400
2022-12-24T10:35+0400
2022-12-24T10:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251975422_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_671e5f8c664d4d6de8ee6d627cf8da6b.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში.მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება სამომხმარებლო ტარიფები ისეთი სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, როგორებიცაა შპს „ვარკეთილიეირი“, შპს „ინტერგაზი“, შპს „გასკო+“, შპს „ეს ჯი გაზი“.ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.„ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა >>მანამდე კომისიამ განაცხადა, რომ თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად Tbilisi Energy ხუთი წლის განმავლობაში 174,4 მლნ ლარს დახარჯავს.შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელის რემონტისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, Tbilisi Energy თბილისში ქსელის რეკონსტრუქციას და სხვადასხვა სამუშაოებს განახორციელებს.გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251975422_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_1770f99a00cff50bd7d42bbf0bbdccfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
გაიზრდება თუ არა გაზის საფასური თბილისში - რეგულატორის გადაწყვეტილება
ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება სამომხმარებლო ტარიფები ისეთი სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, როგორებიცაა შპს „ვარკეთილიეირი“, შპს „ინტერგაზი“, შპს „გასკო+“, შპს „ეს ჯი გაზი“.
„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.
„ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
მანამდე კომისიამ განაცხადა, რომ თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად Tbilisi Energy ხუთი წლის განმავლობაში 174,4 მლნ ლარს დახარჯავს.
შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, თბილისში გაზგამანაწილებელი ქსელის რემონტისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, Tbilisi Energy თბილისში ქსელის რეკონსტრუქციას და სხვადასხვა სამუშაოებს განახორციელებს.
გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.