https://sputnik-georgia.com/20221212/bunebrivi-gazis-samomxmareblo-tarifebi-ucvleli-darceba-272970001.html
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
სამწლიანი სატარიფო პერიოდი მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება, მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები უცვლელი დატოვა. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T20:10+0400
2022-12-12T20:10+0400
2022-12-12T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით, სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის ლარის კურსის სტაბილურობით.როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იმავე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.ნარმანიას ინფორმაციით, სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.„კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.კომისიის ცნობით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისთვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად, მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.წყარო - სემეკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა
20:10 12.12.2022 (განახლებულია: 22:23 12.12.2022) სამწლიანი სატარიფო პერიოდი მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება, მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები უცვლელი დატოვა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით, სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის ლარის კურსის სტაბილურობით.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იმავე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება და მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ნარმანიას ინფორმაციით, სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.
„კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
კომისიის ცნობით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისთვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად, მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.