თბილისის გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად 170 მლნ ლარი დაიხარჯება

© photo: Sputnik / StringerTbilisi Energy-ს ბრიგადა
Tbilisi Energy-ს ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
გაზგამანაწილებელი ქსელის რემონტისა და თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით Tbilisi Energy ქსელის რეკონსტრუქციას განახორციელებს.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ (Tbilisi Energy) თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე ხუთი წლის განმავლობაში 174,4 მლნ ლარს დახარჯავს, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) განცხადებაში.
„თბილისი ენერჯიმ“ ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა სემეკთან შეათანხმა. რეგულატორის მონაცემებით, ამ ინვესტიციებს კომპანია 2023-2027 წლებში განახორციელებს.
შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, „თბილისი ენერჯი“ ქსელის რეკონსტრუქციას და პარალელურად სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას უზრუნველყოფს.
თბილისში 12 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება>>
კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0