თბილისში 12 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
გაზმომარაგება სრულად 23 დეკემბრის 21:00 საათისთვის აღდგება.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. გლდანი-ნაძალადევის რაიონში 11.700-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი თემქაზე (ზღვის უბანი), ხევში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მოსახლეობას გაზის მიწოდება 22 დეკემბრის 23:00 საათიდან 23 დეკემბრის 10:00 საათამდე შეუწყდება.
გაზმომარაგება შეუწყდება რომელაშვილის, ნიშნიანიძის, მუხიანის I მიკრორაიონის, შენგელიას, რჩეულიშვილის, გობრონიძის, გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას, მუხიანის სამხედრო დასახლებას, მუხიანის IV მიკრორაიონში რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდება შეუწყდება ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა 23 დეკემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათისთვის დასრულდება.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, „თბილისი ენერჯის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველა ახალი ამბავი
0