საქართველოში ღვინის ხარისხის კონტროლი გაძლიერდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
ქვეპროგრამა „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ბიუჯეტი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 16,7%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონტროლის გაძლიერების მიზნით პროგრამა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების“ საბიუჯეტო დაფინანსება 2023 წლიდან რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის გაზრდილი ექსპორტის ფონზე ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში განახორციელებს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს. იგულისხმება საინსპექციო კონტროლი, ორგანოლეპტიკური ტესტირება, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა.

უწყების ინფორმაციით, ქვეპროგრამა „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ბიუჯეტი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 16,7%-ით გაიზარდა და 700 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე 650 ათას ლარამდე, ანუ 8,3%-ით გაიზარდა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების“ ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდება საქართველოს მევენახეობის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა ჯერ არ განხორციელებულა, და განახლდება მონაცემები პროგრამის არსებული მონაცემთა ბაზისთვის. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო.
ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის.
2021 წელს პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; პროგრამა მიმდინარე წელს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ხორციელდებოდა.
გარდა ამისა, გაორმაგდა საბიუჯეტო დაფინანსება „ქართული ვაზის პოპულარიზაციის“ და „ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების“ ქვეპროგრამებისთვის და 100-100 ათასი ლარი შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, ეს საქმიანობის გააქტიურების საფუძველია, კერძოდ, გაგრძელდება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო მუშაობა და ახალი არქეოლოგიური კვლევები, ასევე გააქტიურდება საქმიანობა ქართული ღვინის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დასარეგისტრირებლად.
შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება>>
2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სერტიფიკაციას ექვემდებარება ალკოჰოლური პროდუქცია, რომელიც შიდა ბაზარზე რეალიზებისთვის არის განკუთვნილი.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული და საქართველოშივე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, ასევე საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.
ახალი წესის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.
დოკუმენტი იქნება გარანტია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0