https://sputnik-georgia.com/20221214/sida-bazristvis-alkoholiani-sasmelebis-sertificireba-savaldebulo-xdeba-273047960.html
შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
Sputnik საქართველო
ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შევიდა. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T14:34+0400
2022-12-14T14:34+0400
2022-12-14T20:49+0400
ქართული ღვინო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_6e49c1dd772af90434756c2b7a5c6cae.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის, დაცული ადგილწარმოშობის ღვინის და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება 2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შევიდა.სააგენტოს ცნობით, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია – ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641642_0:0:2245:1684_1920x0_80_0_0_65df40a702371e931209875c9c2ae5c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
14:34 14.12.2022 (განახლებულია: 20:49 14.12.2022) ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შევიდა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის, დაცული ადგილწარმოშობის ღვინის და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება 2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შევიდა.
სააგენტოს ცნობით, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
„საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას“, – აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია – ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.