დღეიდან თბილისში საახალწლო სოფელი იხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სცენაზე ღონისძიებები დღეიდან გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
23 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში „საახალწლო სოფელში“, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩას, ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური საღამოები.

23 დეკემბერს კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი, მომღერლები ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, „მასტერა" და ნათია დუმბაძე, ასევე ანსამბლი „შვიდკაცა“.

საახალწლო სოფლის მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ SALIO, Killages, ზუკა ხუციშვილი და ბენდი, „არაისი“, SKAZZ, „ნიუტონი“, 4D Monster Lobsters, Goofy Land, „თამადა“, SvanSikh, „ფრანი“, „რეგიონი“; გაიმართება ასევე 90-იანი წლების კონცერტი, ქართული სიმღერის კონცერტი, თბილისის ბიგ-ბენდის, Bedford Falls-ის, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები, ეთნომუსიკის კონცერტი.
ასევე გამოვლენ დავით ილურიძის ბენდი, სოფო გელოვანი, დათო ევგენიძე, FE PROJECT, „თუთარჩელა“, LOUDspeakers, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One, მიშო ურუშაძე, ბენდი „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.
კახა კალაძე ყველას საახალწლო სოფლის გახსნაზე იწვევს>>
საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება.
2023 წელს თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი". „საახალწლო სოფელი“ კი საზეიმოდ 19:00 საათზე გაიხსნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0