კახა კალაძე ყველას საახალწლო სოფლის გახსნაზე იწვევს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო აქსესუარები
საახალწლო აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
მუსიკალური ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე ყოველ საღამოს გაიმართება.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. პარასკევს, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საახალწლო სოფელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ ყველა დაპატიჟა დღესასწაულზე პატარებთან ერთად და აღნიშნა, რომ საღამოს დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები დაუვიწყარ სანახაობას შექმნიან. 19:00 საათზე თოვლის ბაბუა მობრძანდება და ბინას დაიდებს „საახალწლო სოფელში“.

„დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. 14 იანვრამდე ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე გასართობი აქტივობები – სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის. ტრადიციულად, საახალწლო სოფელში სტუმრებს უმასპინძლებს საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები.
მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზეც განლაგდება. ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე მოწყობილ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოები ყოველდღიურად გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0