პოლიციამ დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობის ფაქტი დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 31 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0