https://sputnik-georgia.com/20221223/meotxe-braitoni-yazaxetis-kinofestivalis-priziori-gaxda-273337788.html
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ ყაზახეთის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ ყაზახეთის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა
Sputnik საქართველო
ფილმმა საერთაშორისო ჯილდოების სია კიდევ ერთი გამარჯვებით შეავსო. 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T10:32+0400
2022-12-23T10:32+0400
2022-12-23T15:42+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262033654_24:0:726:395_1920x0_80_0_0_2b7d4940d81846480e4d543b82e81349.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ XVI საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზიის“ პრიზიორი გახდა, რომელიც ყაზახეთის ალმათიში ჩატარდა.კოღუაშვილი დააჯილდოვეს „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის", იუწყება „პირველი არხი“, რომლის მხარდაჭერითაც გადაიღეს ფილმი.კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50 სურათი 25 ქვეყნიდან, გაიმართა სამი მსოფლიო პრემიერა. ფესტივალის მთავარი პრიზი ერგო ყირგიზი რეჟისორის აქტან არიმ კუბატის „ესმიდეს“.ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო აღებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ფრიბურგის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა>>„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262033654_111:0:638:395_1920x0_80_0_0_df87c2e8d217c1c04a064c384eae3c22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ ყაზახეთის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა
10:32 23.12.2022 (განახლებულია: 15:42 23.12.2022) ფილმმა საერთაშორისო ჯილდოების სია კიდევ ერთი გამარჯვებით შეავსო.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ XVI საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზიის“ პრიზიორი გახდა, რომელიც ყაზახეთის ალმათიში ჩატარდა.
კოღუაშვილი დააჯილდოვეს „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის",
იუწყება „პირველი არხი“, რომლის მხარდაჭერითაც გადაიღეს ფილმი.
კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50 სურათი 25 ქვეყნიდან, გაიმართა სამი მსოფლიო პრემიერა. ფესტივალის მთავარი პრიზი ერგო ყირგიზი რეჟისორის აქტან არიმ კუბატის „ესმიდეს“.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო აღებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.