ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ფრიბურგის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

© Facebook / Diana Rafaeli Nersesკადრი ფილმიდან "მეოთხე ბრაიტონი"
კადრი ფილმიდან მეოთხე ბრაიტონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
მანამდე ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ასევე ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს სამი მთავარი ჯილდო.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ფრიბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა – ფილმს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფრიბურგის საერთაშორისო კინოფესტივალი 1980 წლიდან შვეიცარიაში, ქალაქ ფრიბურგში ყოველწლიურად იმართება.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
კინოთეატრი კავეა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
„მეოთხე ბრაიტონს“ საქართველოში დიდ ეკრანებზე უჩვენებენ
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას უკვე მიაღწია. ფილმმა Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0