მარგველაშვილი სააკაშვილს იცავს: მმართველი პარტიის და ოპოზიციის რეაქციები

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
საზოგადოება მარგველაშვილს სერიოზულად არ აღიქვამს, მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აქტიური მონაწილეობა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ საქმიანობაში არასწორია, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
მანამდე მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც 130-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „წამებით სიკვდილი“ და იგი სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ.

ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ საქმიანობაში მისი აქტიური მონაწილეობა არასწორია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, ვინც პოლიტიკურ თამაშებს ამჯობინებს იმ რეალობას, რომელიც შექმნილია და რომლის წინაშეც საქართველო დააყენა რადიკალური ოპოზიციის ქმედებებმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხის განხილვის გაჭიანურების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესში მსჯავრდებული სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეეძლო ენახა, როგორ გამოიყურება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი. შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.
"რა თქმა უნდა, მათ დესტაბილიზაციის ძალა, რესურსი არ აქვთ, მაგრამ მათი ძალისხმევა დესტაბილიზაციისკენ გრძელდება. მათ შორის არის მარგველაშვილი, თუმცა მას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, საზოგადოება მარგველაშვილს სერიოზულად არ აღიქვამს", – აღნიშნა ვოლსკიმ.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილს სააკაშვილი მაშინ უნდა შეეწყალებინა, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო.

„რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის წერილს, მინდა ვთქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე შეეწყალებინა და ეს ბერკეტი გამოეყენებინა. მესმის ამ წერილის შინაარსი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა“, – განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

გუშინ მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო. როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
„ეს დასასრულის დასაწყისია": დეპუტატი „ნაცმოძრაობის" გეგმებზე>>>
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის მიზეზიც გახდა ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
ყველა ახალი ამბავი
0