https://sputnik-georgia.com/20221223/dasasrulisdasawyisi-deputati-nacmozraobis-gegmebze-273347729.html
„ეს დასასრულის დასაწყისია": დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე
„ეს დასასრულის დასაწყისია": დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე
Sputnik საქართველო
პროტესტი და კომპლექსური ბრძოლა – ეს არის ის ძირითადი ბერკეტი, რის გამოყენებასაც გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი მათთვის... 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T16:04+0400
2022-12-23T16:04+0400
2022-12-23T19:52+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660138_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_d080926eacbc8a7aa9b3eac3fd8c27a0.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დრო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომაც ისინი ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხის განხილვის გაჭიანურების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესში მსჯავრდებული სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეეძლო ენახა, როგორ გამოიყურება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი. შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.მისი თქმით, დრო გადის და ადამიანები თანდათან გამოდიან იმ უბედური პერიოდიდან, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში იყო.„საზოგადოება ნელ-ნელა სხვა რელსებზე გადადის, მათ სხვა საზრუნავი აქვთ. დრო მათზე არ მუშაობს და ამიტომაც ცდილობენ ყველა საშუალებით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE"-ში.ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო>>>პროტესტი და კომპლექსური ბრძოლა – ეს არის ის ძირითადი ბერკეტი, რის გამოყენებასაც გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.„როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს არის სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი. ეს არის კომპლექსური ბრძოლა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა მხოლოდ აქციის ჩანიშვნა", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.იმ შემთხვევაში, თუ აქციები დაანონსდება, მათში მონაწილეობის გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იქნება მიღებული, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო, რომელმაც სააკაშვილი 2022 წლის 29 აგვისტოს მოინახულა.როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის მიზეზიც გახდა ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660138_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_4207f62137630efdc7bb68d45be9cd08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„ეს დასასრულის დასაწყისია": დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე
16:04 23.12.2022 (განახლებულია: 19:52 23.12.2022) პროტესტი და კომპლექსური ბრძოლა – ეს არის ის ძირითადი ბერკეტი, რის გამოყენებასაც გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. დრო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომაც ისინი ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხის განხილვის გაჭიანურების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესში მსჯავრდებული სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეეძლო ენახა, როგორ გამოიყურება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი. შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.
„მას შემდეგ, რაც მათ („ნაციონალურმა მოძრაობამ“) ხელისუფლება დათმეს, ეს ადამიანები ფიქრობენ ძალადობასა და ხელისუფლების დამხობაზე. მათ კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მშვიდობიანი დღე, ყოველი მშვიდობიანი წამი არის მათი დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, დრო გადის და ადამიანები თანდათან გამოდიან იმ უბედური პერიოდიდან, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში იყო.
„საზოგადოება ნელ-ნელა სხვა რელსებზე გადადის, მათ სხვა საზრუნავი აქვთ. დრო მათზე არ მუშაობს და ამიტომაც ცდილობენ ყველა საშუალებით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE"-ში.
პროტესტი და კომპლექსური ბრძოლა – ეს არის ის ძირითადი ბერკეტი, რის გამოყენებასაც გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.
„როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს არის სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი. ეს არის კომპლექსური ბრძოლა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა მხოლოდ აქციის ჩანიშვნა", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ აქციები დაანონსდება, მათში მონაწილეობის გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იქნება მიღებული, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.
„არ ველოდები, რომ სასამართლო გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოითხოვენ როგორც ჩვენი პარტნიორები, ისე საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ამიტომაც ის, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, დამოკიდებულია როგორც სააკაშვილის მომხრეებზე, ისე თავად „ნაცმოძრაობაზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.
გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო, რომელმაც სააკაშვილი 2022 წლის 29 აგვისტოს მოინახულა.
როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის მიზეზიც გახდა ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.